მამუკელაშვილი G-ლიგის All-Star-ის მატჩში მიიღებს მონაწილეობას

© Pixabay / 27707მსაჯი კალათბურთის ბურთით
მსაჯი კალათბურთის ბურთით - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის” გუნდის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი NBA G League Next Up Game-ში მიიღებს მონაწილეობას.
G-ლიგის All-Star-ის თამაში NBA ALL STAR უქმეებზე, 19 თებერვალს სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართება.
ქართველმა კალათბურთელმა ტრავმირებული ჩარლზ ბესი შეცვალა და ის კაპიტან ლუკა გარზას გუნდში ითამაშებს.
განვითარების ლიგის 24 მოთამაშიდან ათი გულშემატკივრებმა ხმის მიცემით შეარჩიეს, ხოლო დანარჩენი 14 ლიგის ნომინაციამ დაასახელა. კენჭისყრით ლუკა გარზა და სკოტ ჰენდერსონი გუნდების კაპიტნებად აირჩიეს.
NBA All-Star 2023-ის მატჩი სოლტ-ლეიკ-სიტიში Vivint Arena-ზე გაიმართება. ორი დღით ადრე, პარასკევს, 17 თებერვალს ამავე სტადიონზე ჩატარდება NBA Rising Stars-ის მატჩი.
ყველა ახალი ამბავი
0