https://sputnik-georgia.com/20230217/latvieli-mzrolebistvis-camortmeuli-manqanebi-ukrainas-gadaecema-274960163.html
ახალი კანონი: ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული ავტომობილები უკრაინას გადაეცემა
ახალი კანონი: ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული ავტომობილები უკრაინას გადაეცემა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ლატვიის ხელისუფლება ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ და სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულ ავტომობილებს ამიერიდან უკრაინის... 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T10:50+0400
2023-02-17T10:50+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
ლატვია
უკრაინა
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274959789_0:110:2731:1646_1920x0_80_0_0_7e0d596b0aa7d439cf23e1f597cae9ff.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ლატვიის ხელისუფლება ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ და სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულ ავტომობილებს ამიერიდან უკრაინის მთავრობას გადასცემს უსასყიდლოდ, მისი მოსახლეობის მხარდაჭრის მიზნით, იუწყება ლატვიური გამოცემა LETA პარლამენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სეიმმა ხუთშაბათს დაამტკიცა ბოლო მოსმენით. როგორც კანონის ანოტაციაშია ნათქვამი, ჩამორთმეული ავტომობილების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტი მიიღებს იმ დებულებისა და წესის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი მოძრავი ქონების გადაცემას შეეხება უცხოეთის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.ავტომობილების გადაცემის პროცესის განხორციელება იგეგმება იმ ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობს და მიღებული აქვს დახმარების კონკრეტული მოთხოვნა.2022 წლის ნოემბერში ლატვიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ავტომობილის მართვისთვის, თუ მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია 1,5 ppm-ზე მეტია. ამავე კანონით ნებადართულია ნასვამი მძღოლებისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჩამორთმეული ავტომობილები სახელმწიფო მომარაგების სააგენტოს ავტოსადგომებზე ინახება, რის შემდეგაც აუქციონზე იყიდება.
ლატვია
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274959789_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_943e7d875a7540b76eaddb71fc44b8cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლატვია , უკრაინა , ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ლატვია , უკრაინა , ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი კანონი: ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული ავტომობილები უკრაინას გადაეცემა
10:50 17.02.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ლატვიის ხელისუფლება ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ და სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულ ავტომობილებს ამიერიდან უკრაინის მთავრობას გადასცემს უსასყიდლოდ, მისი მოსახლეობის მხარდაჭრის მიზნით, იუწყება ლატვიური გამოცემა LETA პარლამენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სეიმმა ხუთშაბათს დაამტკიცა ბოლო მოსმენით.
„ამ დროისათვის ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ, გადავამუშავოთ ან სათადარიგო ნაწილებად დავშალოთ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებები. მაგრამ ვხედავთ, რომ დღევანდელ პირობებში ეს ავტომობილები სასარგებლო მხარდაჭერა იქნებოდა უკრაინის ხალხისთვის“, — განაცხადა სეიმის თავდაცვის კომისიის თავმჯდომარემ რაიმონდ ბერგმანისმა.
როგორც კანონის ანოტაციაშია ნათქვამი, ჩამორთმეული ავტომობილების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტი მიიღებს იმ დებულებისა და წესის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი მოძრავი ქონების გადაცემას შეეხება უცხოეთის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
ავტომობილების გადაცემის პროცესის განხორციელება იგეგმება იმ ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობს და მიღებული აქვს დახმარების კონკრეტული მოთხოვნა.
2022 წლის ნოემბერში ლატვიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ავტომობილის მართვისთვის, თუ მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია 1,5 ppm-ზე მეტია. ამავე კანონით ნებადართულია ნასვამი მძღოლებისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჩამორთმეული ავტომობილები სახელმწიფო მომარაგების სააგენტოს ავტოსადგომებზე ინახება, რის შემდეგაც აუქციონზე იყიდება.