https://sputnik-georgia.com/20230217/gudauri-kobis-monakvetze-sezrudvebi-moqmedebs-274959507.html
გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
Sputnik საქართველო
შეზღუდვები გზაზე თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ამოქმედდა. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T11:23+0400
2023-02-17T11:23+0400
2023-02-17T16:23+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23445/24/234452464_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_5d0ba3be365f67a68a4f8ae0a439e7ac.jpg
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. უამინდობის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.კერძოდ, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23445/24/234452464_84:0:1416:999_1920x0_80_0_0_0918b3a602835a00bc0505fb69632371.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
11:23 17.02.2023 (განახლებულია: 16:23 17.02.2023) შეზღუდვები გზაზე თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ამოქმედდა.
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. უამინდობის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების
ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.