https://sputnik-georgia.com/20230217/colis-mkvlelobashi-braldebuls-20-wlit-patimroba-sheeparda-274978263.html
ფსიქიატრიული ციხის ნაცვლად: სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯა
ფსიქიატრიული ციხის ნაცვლად: სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯა
Sputnik საქართველო
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T20:21+0400
2023-02-17T20:21+0400
2023-02-17T22:21+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.მისი განცხადებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა.დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს. ადვოკატ სულხან კომახიძის თქმით, მებონია შეურაცხადია და დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. ექსპერტიზის დასკვნით, როინ მებონია შემთხვევის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას ფსიქიატრიული მკურნალობა სჭირდება.„უფრო სწორი იქნებოდა საერთოდ შეეწყვიტა სისხლის სამართლის დევნა, ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადავო ექსპერტიზის დასკვნითაც კი დასტურდება შეზღუდული შერაცხადობა. მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არ არის, საერთოდ შეურაცხადია", – განაცხადა კომახიძემ ჟურნალისტებთან.რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.„შესაბამისად, მას სასჯელი განესაზღვრა 20 წლის ვადით, საწყის ეტაპზე ის იძულებითი მკურნალობის მიზნით მოთავსდება შესაბამის დაწესებულებაში და ამ საფუძვლების ამოწურვის შემდგომ სასჯელის მოხდას გააგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ.მკვლელობა 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. გამოძიების ცნობით, ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის დღესვე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა–109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ფსიქიატრიული ციხის ნაცვლად: სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯა
20:21 17.02.2023 (განახლებულია: 22:21 17.02.2023) სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.
მისი განცხადებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა.
„ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, – განაცხადა მებონიამ.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს. ადვოკატ სულხან კომახიძის თქმით, მებონია შეურაცხადია და დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. ექსპერტიზის დასკვნით, როინ მებონია შემთხვევის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას ფსიქიატრიული მკურნალობა სჭირდება.
„უფრო სწორი იქნებოდა საერთოდ შეეწყვიტა სისხლის სამართლის დევნა, ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადავო ექსპერტიზის დასკვნითაც კი დასტურდება შეზღუდული შერაცხადობა. მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არ არის, საერთოდ შეურაცხადია", – განაცხადა კომახიძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
„შესაბამისად, მას სასჯელი განესაზღვრა 20 წლის ვადით, საწყის ეტაპზე ის იძულებითი მკურნალობის მიზნით მოთავსდება შესაბამის დაწესებულებაში და ამ საფუძვლების ამოწურვის შემდგომ სასჯელის მოხდას გააგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ.
მკვლელობა 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. გამოძიების ცნობით, ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის დღესვე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა–109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.