https://sputnik-georgia.com/20230217/aleqsandre-batonisvili-petre-pirveli-274968648.html
10 კასრი ოქრო ქართველი პრინცის ტყვეობიდან დასახსნელად: პეტრე I და ალექსანდრე ბატონიშვილი
10 კასრი ოქრო ქართველი პრინცის ტყვეობიდან დასახსნელად: პეტრე I და ალექსანდრე ბატონიშვილი
Sputnik საქართველო
XVII საუკუნის ბოლოს, როდესაც კახეთისა და იმერეთის მეფე არჩილ II-ემ და მისმა ძემ, ალექსანდრე ბატონიშვილმა რუსეთს შეაფარეს თავი, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ... 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T16:52+0400
2023-02-17T16:52+0400
2023-02-17T21:10+0400
წასაკითხი ამბები
ფაქტები ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24184/31/241843124_67:0:1855:1006_1920x0_80_0_0_11c560c489be63ecf8fcebd860d6d60e.jpg
XVII საუკუნის ბოლოს, როდესაც კახეთისა და იმერეთის მეფე არჩილ II-ემ და მისმა ძემ, ალექსანდრე ბატონიშვილმა რუსეთს შეაფარეს თავი, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ უცხოეთში ჰპოვებდნენ სამუდამო განსასვენებელს. მაგრამ მოვლენები ისე წარიმართა, რომ მეფის იმედებს, რუსეთის იმპერიის დახმარებით გაეთავისუფლებინა საქართველო, ასრულება არ ეწერა.განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა ალექსანდრე ბატონიშვილის ბედი.ქართველი უფლისწული 1684 წლიდან მოსკოვის სამეფო კარზე იზრდებოდა, სადაც თითქმის თანატოლ, იმხანად რუსეთის „ცარსა“ და მომავალ იმპერატორ პეტრე I-ს დაუმეგობრდა.1697 წელს, როდესაც პეტრე I ევროპაში გაემგზავრა იქაურ მიღწევათა შესასწავლად და რუსეთში დასანერგად, მის ამალაში ქართველი უფლისწულიც იყო. მათ ერთად მოიარეს პრუსია, ინგლისი, ჰოლანდია, საფრანგეთი.ალექსანდრე ბატონიშვილმა ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობითა და მრავალმხრივი განათლებით განაცვიფრა ევროპელები. ყველაფერს ადვილად სწავლობდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა. უმოკლეს დროში აითვისა გემთმშენებლობა, საფორტიფიკაცო და საარტილერიო საქმე, წიგნის ბეჭვდა თუ ხუროთმოძღვრება. თავისუფალ დროს კი ფერწერას, ქანდაკებასა და წიგნების თარგმნას უთმობდა.1700 წელს პეტრე I-მა ალესანდრე ბატონიშვილს გენერალ-ფელდცოიხმაისტერის უმაღლესი სამხედრო წოდება მიანიჭა, ანუ რუსეთის არმიის საარტილერიო დანაყოფის სარდლად დანიშნა და მასვე მიანდო ამ სფეროში რეფორმების გატარება.მართალია, ქართველი უფლისწული ენერგიულად შეუდგა საქმიანობას, მაგრამ რეფორმების გატარება არ დასცალდა. 1700 წლის 19 აგვისტოს „ჩრდილოეთი ომი“ დაიწყო. რუსი არტილერისტები ამ ომს მოუმზადებლები და მოძველებული სამხედრო ტექნიკით შეხვდნენ. ამიტომ იმავე წლის 19 ნოემბერს ნარვასთან გამართულ ბრძოლაში აშკარად გამოიკვეთა შვედების უპირატესობა. ამას თან დაერთო რუსეთის სარდლების — დე კრიოსა და ადამ ვეიდეს ღალატი და პეტრე პირველის არმიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა.შვედებმა უამრავი ტყვე იგდეს ხელთ და მათ შორის რუსეთის არმიის გენერალ-ფელდცოიხმაისტერი ალექსანდრე ბაგრატიონიც.ძვირად უღირდა შვედეთის მეფე კარლოს XII-ეს უმამაცესი გენერალი, ვაჭრობა გაუმართა ალექსანდრეს ტყვეობიდან დახსნის მთხოვნელებს – ათი კასრი ოქრო მომართვით, სამოცი შვედი ოფიცერი დამიბრუნეთ და წაიყვანეთ თქვენი პრინციო. მეფური დიდსულოვნების ნატამალს არ იჩენდა შვედეთის ხელმწიფე. გაწუწკებულ ჩარჩს დამსგავსებოდა მონარქი და ახალ-ახალ უმძიმეს პირობებს უყენებდა რუსთა ხელმწიფეს.პეტრე I მზად იყო ალექსანდრეს წონა ოქრო დაუყონებლივ გადაეხადა მისი გათავისუფლების საფასურად, მაგრამ კარლოსს თანხა ეცოტავა და არ გაათავისუფლა ქართველი უფლისწული ტყვეობიდან.მეფე არჩილიც ბევრს ეცადა შვილი გამოეხსნა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. კარლოს XII გამოსასყიდ თანხად 10 ტონა ოქროს მოითხოვდა ძვირფას ტყვეში.როცა რუსეთში გამოსასყიდის შეგროვება დაიწყეს და ეს ამბავი ალექსანდრესაც შეატყობინეს, ქართველმა უფლისწულმა საიდუმლოდ შეუთვალა პეტრეს:და, მაინც, გარიგება საბოლოოდ შედგა და ქართველი უფლისწულის თითქმის ათწლიან ტყვეობას წერტილი დაესვა. მაგრამ ტყვეობაში დასნეულებულმა პეტერბურგამდე ვეღარ ჩააღწია — 1711 წლის 20 თებერვალს გზაში, კუნძულ პიტეოსზე გარდაიცვალა. იმავე წლის 29 ნოემბერს კი, პეტრე პირველის ბრძანებით, ნეშტი მოსკოვს გადაასვენეს და დონის მონასტერში დაკრძალეს...ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ შვედების საბოლოო დამარცხება რუსეთის სამეფო კარმა არჩილ მეფის სასახლეში იზეიმა, ვსეხსვიატსკოეში, სადაც იმხანად არჩილის ასული დარეჯანი ცხოვრობდა.გამარჯვების სახელზე აწეული სასმისით პეტრე პირველმა რუსეთის არტილერიის სულისჩამდგმელის, თავისი სიყრმის მეგობრის ალექსანდრე ბაგრატიონის შესანდობარი შესვა და პატივი მიაგო ქართველი უფლისწულის ხსოვნას.ხოლო სტოკჰოლმში იმ შენობას, სადაც ტყვეობის პერიოდი დაჰყო ქართველმა პრინცმა 1701-დან 1711 წლამდე, დღესაც ამშვენებს ალექსანდრე ბატონიშვილის მემორიალური დაფა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24184/31/241843124_290:0:1631:1006_1920x0_80_0_0_7b367150b0c946b8d3a9246951379401.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
წასაკითხი ამბები, ფაქტები ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები, ფაქტები ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
XVII საუკუნის ბოლოს, როდესაც კახეთისა და იმერეთის მეფე არჩილ II-ემ და მისმა ძემ, ალექსანდრე ბატონიშვილმა რუსეთს შეაფარეს თავი, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ უცხოეთში ჰპოვებდნენ სამუდამო განსასვენებელს. მაგრამ მოვლენები ისე წარიმართა, რომ მეფის იმედებს, რუსეთის იმპერიის დახმარებით გაეთავისუფლებინა საქართველო, ასრულება არ ეწერა.
განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა ალექსანდრე ბატონიშვილის ბედი.
ქართველი უფლისწული 1684 წლიდან მოსკოვის სამეფო კარზე იზრდებოდა, სადაც თითქმის თანატოლ, იმხანად რუსეთის „ცარსა“ და მომავალ იმპერატორ პეტრე I-ს დაუმეგობრდა.
1697 წელს, როდესაც პეტრე I ევროპაში გაემგზავრა იქაურ მიღწევათა შესასწავლად და რუსეთში დასანერგად, მის ამალაში ქართველი უფლისწულიც იყო. მათ ერთად მოიარეს პრუსია, ინგლისი, ჰოლანდია, საფრანგეთი.
ალექსანდრე ბატონიშვილმა ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობითა და მრავალმხრივი განათლებით განაცვიფრა ევროპელები. ყველაფერს ადვილად სწავლობდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა. უმოკლეს დროში აითვისა გემთმშენებლობა, საფორტიფიკაცო და საარტილერიო საქმე, წიგნის ბეჭვდა თუ ხუროთმოძღვრება. თავისუფალ დროს კი ფერწერას, ქანდაკებასა და წიგნების თარგმნას უთმობდა.
1700 წელს პეტრე I-მა ალესანდრე ბატონიშვილს გენერალ-ფელდცოიხმაისტერის უმაღლესი სამხედრო წოდება მიანიჭა, ანუ რუსეთის არმიის საარტილერიო დანაყოფის სარდლად დანიშნა და მასვე მიანდო ამ სფეროში რეფორმების გატარება.
მართალია, ქართველი უფლისწული ენერგიულად შეუდგა საქმიანობას, მაგრამ რეფორმების გატარება არ დასცალდა. 1700 წლის 19 აგვისტოს „ჩრდილოეთი ომი“ დაიწყო. რუსი არტილერისტები ამ ომს მოუმზადებლები და მოძველებული სამხედრო ტექნიკით შეხვდნენ. ამიტომ იმავე წლის 19 ნოემბერს ნარვასთან გამართულ ბრძოლაში აშკარად გამოიკვეთა შვედების უპირატესობა. ამას თან დაერთო რუსეთის სარდლების — დე კრიოსა და ადამ ვეიდეს ღალატი და პეტრე პირველის არმიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა.
შვედებმა უამრავი ტყვე იგდეს ხელთ და მათ შორის რუსეთის არმიის გენერალ-ფელდცოიხმაისტერი ალექსანდრე ბაგრატიონიც.
ძვირად უღირდა შვედეთის მეფე კარლოს XII-ეს უმამაცესი გენერალი, ვაჭრობა გაუმართა ალექსანდრეს ტყვეობიდან დახსნის მთხოვნელებს – ათი კასრი ოქრო მომართვით, სამოცი შვედი ოფიცერი დამიბრუნეთ და წაიყვანეთ თქვენი პრინციო. მეფური დიდსულოვნების ნატამალს არ იჩენდა შვედეთის ხელმწიფე. გაწუწკებულ ჩარჩს დამსგავსებოდა მონარქი და ახალ-ახალ უმძიმეს პირობებს უყენებდა რუსთა ხელმწიფეს.
პეტრე I მზად იყო ალექსანდრეს წონა ოქრო დაუყონებლივ გადაეხადა მისი გათავისუფლების საფასურად, მაგრამ კარლოსს თანხა ეცოტავა და არ გაათავისუფლა ქართველი უფლისწული ტყვეობიდან.
მეფე არჩილიც ბევრს ეცადა შვილი გამოეხსნა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. კარლოს XII გამოსასყიდ თანხად 10 ტონა ოქროს მოითხოვდა ძვირფას ტყვეში.
როცა რუსეთში გამოსასყიდის შეგროვება დაიწყეს და ეს ამბავი ალექსანდრესაც შეატყობინეს, ქართველმა უფლისწულმა საიდუმლოდ შეუთვალა პეტრეს:
„არათუ სათქმელად, ფიქრადაც არ მომსვლია, რაიმე ზარალი მოუვიდეს სახელმწიფოს ჩვენ გამო, თუნდაც სხვაზე ათჯერ უკეთესნი ვიყოთ. ჩვენ ამისათვის ვართ მოწოდებულნი, ვითმინოთ და მოვკვდეთ ხელმწიფისა და მამულისათვის!“
და, მაინც, გარიგება საბოლოოდ შედგა და ქართველი უფლისწულის თითქმის ათწლიან ტყვეობას წერტილი დაესვა. მაგრამ ტყვეობაში დასნეულებულმა პეტერბურგამდე ვეღარ ჩააღწია — 1711 წლის 20 თებერვალს გზაში, კუნძულ პიტეოსზე გარდაიცვალა. იმავე წლის 29 ნოემბერს კი, პეტრე პირველის ბრძანებით, ნეშტი მოსკოვს გადაასვენეს და დონის მონასტერში დაკრძალეს...
ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ შვედების საბოლოო დამარცხება რუსეთის სამეფო კარმა არჩილ მეფის სასახლეში იზეიმა, ვსეხსვიატსკოეში, სადაც იმხანად არჩილის ასული დარეჯანი ცხოვრობდა.
გამარჯვების სახელზე აწეული სასმისით პეტრე პირველმა რუსეთის არტილერიის სულისჩამდგმელის, თავისი სიყრმის მეგობრის ალექსანდრე ბაგრატიონის შესანდობარი შესვა და პატივი მიაგო ქართველი უფლისწულის ხსოვნას.
ხოლო სტოკჰოლმში იმ შენობას, სადაც ტყვეობის პერიოდი დაჰყო ქართველმა პრინცმა 1701-დან 1711 წლამდე, დღესაც ამშვენებს ალექსანდრე ბატონიშვილის მემორიალური დაფა.