https://sputnik-georgia.com/20230217/------274985344.html
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Sputnik საქართველო
საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T23:42+0400
2023-02-17T23:42+0400
2023-02-17T23:42+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23887/44/238874463_0:156:1500:1000_1920x0_80_0_0_58cbc8af9c8ad8cb1217c5fce7791538.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თოვლმა, ლიპყინულმა და ზვავსაშიშროებამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დააწესა.უწყების ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებს, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალიაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23887/44/238874463_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_e1ebf49aabd2030f60ae7ff7075a4e51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ამინდი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თოვლმა, ლიპყინულმა და ზვავსაშიშროებამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დააწესა.
უწყების ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებს, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.