იუსტიციის სახლი ტექნიკური პრობლემების გამო სერვისების უმეტესობას ვერ უზრუნველყოფს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. იუსტიციის სახლების, სახელმწიფო სერვისების მომსახურების ერთიანი ცენტრის ფილიალებში სახელმწიფო დაწესებულებების რიგი სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.
იუსტიციის სახლი „საჯარო რეესტრის სააგენტოს", „საქართველოს ეროვნული არქივის", „აღსრულების ეროვნული ბიუროსა" და „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის" სერვისების გაცემასთან დაკავშირებულ პრობლემებს იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური პრობლემებით ხსნის.
ამასთან, ნაწილობრივ შეზღუდულია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მომსახურება.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 117-ს შეადგენს, სერვისების რაოდენობა 470-ს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0