https://sputnik-georgia.com/20230216/vitareba-saqartvelos-gzebze-274926216.html
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები
დიდთოვლობამ საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T11:50+0400
2023-02-16T11:50+0400
2023-02-16T16:18+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23889/22/238892279_0:87:1163:741_1920x0_80_0_0_dd23aa6da9a6602fb12cc4580d8216d3.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ყველა აუცილებელ მიმართულებაზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით. საერთო ჯამში, გაწმენდით სამუშაოებზე 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს. დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საავტომობილო გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 40–260 კმ მონაკვეთზე (მუხრანის გადასახვევი–სამტრედია–დაფნარის კვანძი), მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე, ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 38-86 კმ მონაკვეთზე (ქედა–პაქსაძეები), გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106 კმ მონაკვეთზე (გომი–ზესტაფონი), ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 99-125 კმ მონაკვეთზე (ჭველიერი–მელე), ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 30-186 კმ მონაკვეთზე (ჯვარი–უშგული), ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე (პაქსაძეები–კურორტი გოდერძი), კორშა–ბისოს მონაკვეთზე (ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 53-66 კმ), ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 125-151 კმ მონაკვეთზე (მელე–ლასდილი). მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით: ქედა–პაქსაძეების მონაკვეთზე (ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 38-86 კმ), მაღაროსკარი–კორშას მონაკვეთზე (ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 25-53 კმ), ხაიში–უშგულის მონაკვეთზე (ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 70-186 კმ).საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23889/22/238892279_175:0:1163:741_1920x0_80_0_0_5d57b6004b4c85fe0389b203e4467485.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები
11:50 16.02.2023 (განახლებულია: 16:18 16.02.2023) დიდთოვლობამ საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ყველა აუცილებელ მიმართულებაზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით. საერთო ჯამში, გაწმენდით სამუშაოებზე 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს.
დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საავტომობილო გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 40–260 კმ მონაკვეთზე (მუხრანის გადასახვევი–სამტრედია–დაფნარის კვანძი), მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე, ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 38-86 კმ მონაკვეთზე (ქედა–პაქსაძეები), გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106 კმ მონაკვეთზე (გომი–ზესტაფონი), ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 99-125 კმ მონაკვეთზე (ჭველიერი–მელე), ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 30-186 კმ მონაკვეთზე (ჯვარი–უშგული), ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე (პაქსაძეები–კურორტი გოდერძი), კორშა–ბისოს მონაკვეთზე (ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 53-66 კმ), ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 125-151 კმ მონაკვეთზე (მელე–ლასდილი).
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით: ქედა–პაქსაძეების მონაკვეთზე (ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 38-86 კმ), მაღაროსკარი–კორშას მონაკვეთზე (ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 25-53 კმ), ხაიში–უშგულის მონაკვეთზე (ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 70-186 კმ).
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.