თბილისის ორ ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი - საბურთალოს რაიონი
თბილისი - საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. თბილისში, დავით გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დავით გამრეკელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ყაზბეგის გამზირიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.
შუქნიშნები და საგზაო ნიშნები უკვე გადაწყობილია გადაადგილების ახალი სქემის შესაბამისად, ასევე დახაზულია საგზაო მონიშვნებიც.
ყველა ახალი ამბავი
0