სასწრაფო დახმარების ექიმები საგარეჯოში სროლის დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის დააჯილდოეს

© Government of Georgiaსასწრაფო დახმარების ექიმები საგარეჯოში სროლის დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის დააჯილდოეს
სასწრაფო დახმარების ექიმები საგარეჯოში სროლის დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის დააჯილდოეს - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
საგარეჯოში მსროლელის ხელით ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. კახეთის რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები საგარეჯოში მომხდარი სროლის დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის დააჯილდოეს, იუწყება სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური.
გამოძიების ინფორმაციით, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა 20 იანვარს საკუთარი ბინის აივნიდან ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს. დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმის მისვლის შემდეგ მსროლელმა თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მედიკოსები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა დააჯილდოეს.
ექიმებს, რომელებიც საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ღამეს მორიგეობდნენ, მაღალ დონეზე შესრულებული პროფესიული საქმისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. მათ ასებე გადაეცათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდო.
ბოლო მონაცემებით, სროლის დროს დაშავებული ოთხი პირი გაწერეს, ხოლო მუცლისა და კიდურების არეში დაჭრილი 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობას ექიმები აფასებდნენ როგორც მძიმეს. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0