https://sputnik-georgia.com/20230216/samxedroebma-pirad-mcvelta-momzadebis-kursi-gaiares-274930048.html
სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა მომზადების კურსი გაიარეს
სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა მომზადების კურსი გაიარეს
კურსის დასრულების აღსანიშნავი საზეიმო ცერემონია საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T14:50+0400
2023-02-16T14:50+0400
2023-02-16T19:48+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252424776_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_482e47c2f71dba92081dccab216bbe14.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს.საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით მესამედ ჩატარდა. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252424776_471:0:3000:1897_1920x0_80_0_0_fac91fdc55789a75c3ac63af4c1f707e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა მომზადების კურსი გაიარეს
14:50 16.02.2023 (განახლებულია: 19:48 16.02.2023) კურსის დასრულების აღსანიშნავი საზეიმო ცერემონია საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს.
„სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს", – ნათქვამია განცხადებაში.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით მესამედ ჩატარდა. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.