https://sputnik-georgia.com/20230216/rusetis-saelcos-komentari-274925465.html
რუსეთის საელჩო: მოსკოვი ვაშინგტონს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ გაჩუმების უფლებას არ მისცემს
რუსეთის საელჩო: მოსკოვი ვაშინგტონს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ გაჩუმების უფლებას არ მისცემს
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მოსკოვი არ დაუშვებს, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაჩუმათოს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია... 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T10:18+0400
2023-02-16T10:18+0400
2023-08-17T12:48+0400
რუსეთი
ახალი ამბები
აშშ
პოლიტიკა
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274308549_0:211:3073:1939_1920x0_80_0_0_d00e61b7a391bc1badb0129d900fb56e.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მოსკოვი არ დაუშვებს, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაჩუმათოს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს პრეს-მდივანმა იგორ გირენკომ.მისი კომენტარი დიპლომატიური მისიის Telegram-არხზეა გამოქვეყნებული.მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ეთანხმება ბრალდებებს „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სავარაუდო დივერსიის გამოძიება იმ ქვეყნებმა უნდა ჩაატარონ, რომელთა იურისდიქციაშიც მოხდა შემთხვევა.მან ასევე განაცხადა, რომ პრაისის „შეუკავებელი რეაქცია" ჟურნალისტების „სრულიად საფუძვლიან“ შეკითხვას მოჰყვა, რომლებიც დაინტერესდნენ, რას ფიქრობს შეერთებული შტატები იმასთან დაკავშირებით, რომ გაზსადენების აფეთქებაში პასუხისმგებელი პირების ძებნაში გაერო ჩაერთოს.გარდა ამისა, დიპლომატის თქმით, საელჩო მომხდარს საერთაშორისო ტერორისტულ აქტად აფასებს, რაც ყოვლისმომცველ და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს. მან ასევე შესთავაზა აშშ-ის ხელისუფლებას, მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებებიდან საქმეზე გადავიდეს, რათა „მომხდარში საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება მაინც სცადონ“.მანამდე ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც გაზსადენებზე აფეთქებების გამოძიებას ეხებოდა. როგორც მის პუბლიკაციაშია ნათქვამი, „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსია ვაშინგტონის ინიციატივითა და ნატოს ქვეყნების დახმარებით მოხდა.ჰერშის ვერსიით, ამერიკელმა მყვინთავებმა გასულ ზაფხულს წვრთნების დროს ასაფეთქებლები ჩაიტანეს ფსკერზე, რომლებიც ნორვეგიელებმა სამი თვის შემდეგ მოიყვანეს მოქმედებაში. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დივერსიაზე თანხმობა ეროვნული უშიშროების გუნდთან ცხრათვიანი ფარული დისკუსიის შემდეგ განაცხადა. მოგვიანებით პენტაგონმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ აფეთქებებთან.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274308549_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_167ffb5784dc1e015d283d773c78b446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
რუსეთი, ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მოსკოვი არ დაუშვებს, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაჩუმათოს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს პრეს-მდივანმა იგორ გირენკომ.
მისი კომენტარი დიპლომატიური მისიის Telegram-არხზეა გამოქვეყნებული.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ეთანხმება ბრალდებებს „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სავარაუდო დივერსიის გამოძიება იმ ქვეყნებმა უნდა ჩაატარონ, რომელთა იურისდიქციაშიც მოხდა შემთხვევა.
„რუსული მხარე არ დაუშვებს კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნგრევასთან დაკავშირებული სიტუაციის „გადახვევას“. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არაფერია ცნობილი რამდენიმე აუფეთქებელი მუხტის შესახებ, რომლებიც ზღვის ფსკერზე რჩება“, – ხაზგასმით აღნიშნა გირენკომ.
მან ასევე განაცხადა, რომ პრაისის „შეუკავებელი რეაქცია" ჟურნალისტების „სრულიად საფუძვლიან“ შეკითხვას მოჰყვა, რომლებიც დაინტერესდნენ, რას ფიქრობს შეერთებული შტატები იმასთან დაკავშირებით, რომ გაზსადენების აფეთქებაში პასუხისმგებელი პირების ძებნაში გაერო ჩაერთოს.
გარდა ამისა, დიპლომატის თქმით, საელჩო მომხდარს საერთაშორისო ტერორისტულ აქტად აფასებს, რაც ყოვლისმომცველ და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს. მან ასევე შესთავაზა აშშ-ის ხელისუფლებას, მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებებიდან საქმეზე გადავიდეს, რათა „მომხდარში საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება მაინც სცადონ“.
მანამდე ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც გაზსადენებზე აფეთქებების გამოძიებას ეხებოდა. როგორც მის პუბლიკაციაშია ნათქვამი, „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსია ვაშინგტონის ინიციატივითა და ნატოს ქვეყნების დახმარებით მოხდა.
ჰერშის ვერსიით, ამერიკელმა მყვინთავებმა გასულ ზაფხულს წვრთნების დროს ასაფეთქებლები ჩაიტანეს ფსკერზე, რომლებიც ნორვეგიელებმა სამი თვის შემდეგ მოიყვანეს მოქმედებაში. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დივერსიაზე თანხმობა ეროვნული უშიშროების გუნდთან ცხრათვიანი ფარული დისკუსიის შემდეგ განაცხადა. მოგვიანებით პენტაგონმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ აფეთქებებთან.