https://sputnik-georgia.com/20230216/ruseti-axlo-armosavleti-274928797.html
რუსეთი ახლო აღმოსავლეთს იარაღის ერთობლივად შექმნას სთავაზობს
რუსეთი ახლო აღმოსავლეთს იარაღის ერთობლივად შექმნას სთავაზობს
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სთავაზობს, ერთობლივად შექმნან იარაღი, მათ შორის, მეხუთე თაობის მსუბუქი გამანადგურებლები... 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T13:31+0400
2023-02-16T13:31+0400
2023-02-16T17:06+0400
რუსეთი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274928638_0:164:3057:1883_1920x0_80_0_0_dac4c74e05c76d754616acee30073c11.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სთავაზობს, ერთობლივად შექმნან იარაღი, მათ შორის, მეხუთე თაობის მსუბუქი გამანადგურებლები, განაცხადა „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა.ეს განცხადება მან იარაღის საერთაშორისო გამოფენა IDEX-2023-ის წინ გააკეთა, რომელიც 20-დან 24 თებერვლამდე გაიმართება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სხვა პერსპექტიული სფეროები მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი განვითარებისა და წარმოების, საზღვაო ძალების აღჭურვილობისა და სახმელეთო ჯარების შეიარაღების პროექტებს.Checkmate — რუსეთის პირველი მეხუთე თაობის ერთძრავიანი თვითმფრინავია, რომელიც კომპანია „სუხოის“ მიერაა შემუშავებული. როგორც რუსული პრესა წერს, აპარატის ძირითადი მახასიათებლებია დაბალი შემჩნევადობა, ფრენის საათის დაბალი ღირებულება, ღია არქიტექტურა და „ღირებულება-ეფექტურობის“ კრიტერიუმის მაღალი მაჩვენებელი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274928638_162:0:2893:2048_1920x0_80_0_0_f1a24ab0902f70de9421e3490cdbfc87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები
რუსეთი ახლო აღმოსავლეთს იარაღის ერთობლივად შექმნას სთავაზობს
13:31 16.02.2023 (განახლებულია: 17:06 16.02.2023) თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სთავაზობს, ერთობლივად შექმნან იარაღი, მათ შორის, მეხუთე თაობის მსუბუქი გამანადგურებლები, განაცხადა „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა.
ეს განცხადება მან იარაღის საერთაშორისო გამოფენა IDEX-2023-ის წინ გააკეთა, რომელიც 20-დან 24 თებერვლამდე გაიმართება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.
„დღეს ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ წინადადებებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის პარტნიორობის ყველაზე აქტუალურ ფორმებს შეეხება — უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, ერთობლივ პროექტებსა და ოფსეტური პროგრამების გამოყენებაზე. „როსობორონექსპორტი“ განიხილავს ვარიანტებს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ერთობლივად შექმნისთვის, მათ შორის, მეხუთე თაობის გამანადგურებლისა, რომელიც მსუბუქ ტაქტიკურ თვითმფრინავ Checkmate-ზეა დაფუძნებული“, — განაცხადა მიხეევმა.
მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სხვა პერსპექტიული სფეროები მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი განვითარებისა და წარმოების, საზღვაო ძალების აღჭურვილობისა და სახმელეთო ჯარების შეიარაღების პროექტებს.
Checkmate — რუსეთის პირველი მეხუთე თაობის ერთძრავიანი თვითმფრინავია, რომელიც კომპანია „სუხოის“ მიერაა შემუშავებული. როგორც რუსული პრესა წერს, აპარატის ძირითადი მახასიათებლებია დაბალი შემჩნევადობა, ფრენის საათის დაბალი ღირებულება, ღია არქიტექტურა და „ღირებულება-ეფექტურობის“ კრიტერიუმის მაღალი მაჩვენებელი.