https://sputnik-georgia.com/20230216/ruset-ukrainis-konfliqti-274932519.html
მოსაზრება: რუსული გარღვევა ლუგანსკში ბახმუტის დაცემას დააჩქარებს
მოსაზრება: რუსული გარღვევა ლუგანსკში ბახმუტის დაცემას დააჩქარებს
Sputnik საქართველო
15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის დაჯგუფების შემადგენლობიდან ცენტრალური... 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T13:34+0400
2023-02-16T13:34+0400
2023-02-16T17:19+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/07/269263775_0:409:2561:1850_1920x0_80_0_0_2d7115196301888893e23dccffb12248.jpg
15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის დაჯგუფების შემადგენლობიდან ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარმა „გაარღვია მოწინააღმდეგის ეშელონირებული დაცვა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტყიან ტერიტორიაზე“. უკრაინულმა დანაყოფებმა სამი კილომეტრით დაიხიეს უკან, დატოვეს იარაღი, ქონება და დახოცილები. რუსეთის ჯარი შეტევას განაგრძობს.ამავდროულად რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ ავდეევკის მიმართულებით.ავდეევკის ჩრდილოეთით 50 კილომეტრის დაშორებით კერძო საჯარისო დაჯგუფება „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმები უტევენ ბახმუტს, საიდანაც თანდათანობით გაჰყავთ უკრაინული ჯარები, საარქივო ფონდები. ამერიკული გაზეთი New York Times აღიარებს, რომ ნატოს ქვეყნები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დონორები უკრაინას ბახმუტის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარებიან. უკან დახევა გარდაუვალია.გრძელდება ბრძოლები მარიინკისთვის (დონეცკი) – რუსული ჯარი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უტევს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს. ქალაქის პეიზაჟები 1945 წლის დრეზდენს ემსგავსება.უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ თავდაცვის გამაგრებას კრასნოლიმანსკის მიმართულებით. უკრაინული პოზიციების გასამყარებლად ხარკოვში აქტიურად გზავნიან დაქირავებულ მეომრებს დასავლეთ ევროპიდან და პოლონეთიდან. კიევი კონტრშეტევის გეგმებს აწყობს.დასავლეთი „გლობალური გარიყული“ ხდებააშშ-ის ფინანსური დახმარება უკრაინისთვის იზრდება, რეალური ბრძოლის ძალა კი იკლებს. ახლა დასავლეთს იმედი აქვს, რომ რუსეთი „გრძელვადიან პერსპექტივაში“ დამარცხდება. დასავლელი ანალიტიკოსების კომპეტენტურობის ხარისხის კარგი ილუსტრირებაა The Washington Post-ის დემაგოგიური პროგნოზი: „რუსეთი მალე ამოწურავს თავის საბრძოლო შესაძლებლობებს“. სინამდვილეში სპეცოპერაციის დაწყებიდან ექვს თვეში დაცარიელდა ნატოს არსენალები.რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ზოგავენ საბრძოლო მასალას, რიტმულად იღებენ ახალ საბრძოლო ტექნიკას და შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით ანადგურებენ სამიზნეებს. სპეცოპერაციის ფონზე უცხო ქვეყნები დიდ ინტერესს იჩენენ რუსული Т-90М ტანკებისა და სარაკეტო კომპლექს „ისკანდერი-Э“-ს, Ка-52Э და Ми-171Ш ვერტმფრენების, Су-35 და Су-57Э გამანადგურებლების მიმართ.ახლო მომავალში ევროპაში აღარ დარჩება 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები. საბრძოლო მასალის დეფიციტი განპირობებულია ობიექტური სირთულეებითა და ნატოს სამრეწველო კომპლექსის შეზღუდული შესაძლებლობებით. უკრაინას ახალი ჭურვების მიღებამდე 12-დან 28 თვემდე ლოდინი მოუწევს.თეთრმა სახლმა ახლახან შეუკვეთა კიევისთვის 522 მლნ დოლარის ღირებულების 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები. საწარმოები Northrop Grumman Systems და Global Military Products პარტიების მიწოდებას მარტის ბოლოსთვის ჰპირდებიან. თუმცა 522 მლნ დოლარად შესაძლებელია მხოლოდ 104 ათასი ჭურვის მიღება, რაც უკრაინას დაახლოებით 20 დღე ეყოფა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად საშუალოდ 5000 ჭურვს კარგავენ.კიდევ ერთი მაგალითი: 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 903 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი გადასცა, ხოლო სხვადასხვა დროს გადაცემული ჭურვების საერთო რაოდენობამ 1,1 მილიონი შეადგინა. ამერიკელებმა ჭურვების ყოველთვიური წარმოება ექვსჯერ გაზარდეს, ევროპაში ჭურვები შეიტანეს სამხრეთ კორეიდან და ისრაელიდანაც კი. ევროპელ მოკავშირეებსაც გამოელიათ ჭურვები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. საბრძოლო მასალების არასაკმარისი წარმოების დონე არღვევს აშშ-ისა და ნატოს გლობალური დომინირების გეგმებს.რუსეთთან პროქსი-ომში კოლექტიური დასავლეთი ნელა, მაგრამ საიმედოდ ყალიბდება „გლობალურ გარიყულად“. ეს ჰიპერბოლა არ არის, რადგან ნატოს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის 12 პროცენტზე ნაკლები ცხოვრობს. ვინ ვის უქმნის პრობლემებს დედამიწაზე, ამის ახსნა საჭირო არ არის.ვაშინგტონში შემცირდა საუბრები უკრაინის საგაზაფხულო კონტრშეტევაზე, ბრიუსელში კი კიევისთვის ევროპული დახმარების შესახებ სიტყვები საქმეს ჭარბობს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/07/269263775_160:0:2889:2047_1920x0_80_0_0_42a58909676e22ece3646d2e96ae18eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის დაჯგუფების შემადგენლობიდან ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარმა „გაარღვია მოწინააღმდეგის ეშელონირებული დაცვა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტყიან ტერიტორიაზე“. უკრაინულმა დანაყოფებმა სამი კილომეტრით დაიხიეს უკან, დატოვეს იარაღი, ქონება და დახოცილები. რუსეთის ჯარი შეტევას განაგრძობს.
ამავდროულად რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ ავდეევკის მიმართულებით.
ავდეევკის ჩრდილოეთით 50 კილომეტრის დაშორებით კერძო საჯარისო დაჯგუფება „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმები უტევენ ბახმუტს, საიდანაც თანდათანობით გაჰყავთ უკრაინული ჯარები, საარქივო ფონდები. ამერიკული გაზეთი New York Times აღიარებს, რომ ნატოს ქვეყნები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დონორები უკრაინას ბახმუტის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარებიან. უკან დახევა გარდაუვალია.
გრძელდება ბრძოლები მარიინკისთვის (დონეცკი) – რუსული ჯარი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უტევს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს. ქალაქის პეიზაჟები 1945 წლის დრეზდენს ემსგავსება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ თავდაცვის გამაგრებას კრასნოლიმანსკის მიმართულებით. უკრაინული პოზიციების გასამყარებლად ხარკოვში აქტიურად გზავნიან დაქირავებულ მეომრებს დასავლეთ ევროპიდან და პოლონეთიდან. კიევი კონტრშეტევის გეგმებს აწყობს.
დასავლეთი „გლობალური გარიყული“ ხდება
აშშ-ის ფინანსური დახმარება უკრაინისთვის იზრდება, რეალური ბრძოლის ძალა კი იკლებს. ახლა დასავლეთს იმედი აქვს, რომ რუსეთი „გრძელვადიან პერსპექტივაში“ დამარცხდება. დასავლელი ანალიტიკოსების კომპეტენტურობის ხარისხის კარგი ილუსტრირებაა The Washington Post-ის დემაგოგიური პროგნოზი: „რუსეთი მალე ამოწურავს თავის საბრძოლო შესაძლებლობებს“. სინამდვილეში სპეცოპერაციის დაწყებიდან ექვს თვეში დაცარიელდა ნატოს არსენალები.
რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ზოგავენ საბრძოლო მასალას, რიტმულად იღებენ ახალ საბრძოლო ტექნიკას და შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით ანადგურებენ სამიზნეებს. სპეცოპერაციის ფონზე უცხო ქვეყნები დიდ ინტერესს იჩენენ რუსული Т-90М ტანკებისა და სარაკეტო კომპლექს „ისკანდერი-Э“-ს, Ка-52Э და Ми-171Ш ვერტმფრენების, Су-35 და Су-57Э გამანადგურებლების მიმართ.
ახლო მომავალში ევროპაში აღარ დარჩება 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები. საბრძოლო მასალის დეფიციტი განპირობებულია ობიექტური სირთულეებითა და ნატოს სამრეწველო კომპლექსის შეზღუდული შესაძლებლობებით. უკრაინას ახალი ჭურვების მიღებამდე 12-დან 28 თვემდე ლოდინი მოუწევს.
თეთრმა სახლმა ახლახან შეუკვეთა კიევისთვის 522 მლნ დოლარის ღირებულების 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები. საწარმოები Northrop Grumman Systems და Global Military Products პარტიების მიწოდებას მარტის ბოლოსთვის ჰპირდებიან. თუმცა 522 მლნ დოლარად შესაძლებელია მხოლოდ 104 ათასი ჭურვის მიღება, რაც უკრაინას დაახლოებით 20 დღე ეყოფა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად საშუალოდ 5000 ჭურვს კარგავენ.
კიდევ ერთი მაგალითი: 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 903 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი გადასცა, ხოლო სხვადასხვა დროს გადაცემული ჭურვების საერთო რაოდენობამ 1,1 მილიონი შეადგინა. ამერიკელებმა ჭურვების ყოველთვიური წარმოება ექვსჯერ გაზარდეს, ევროპაში ჭურვები შეიტანეს სამხრეთ კორეიდან და ისრაელიდანაც კი. ევროპელ მოკავშირეებსაც გამოელიათ ჭურვები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. საბრძოლო მასალების არასაკმარისი წარმოების დონე არღვევს აშშ-ისა და ნატოს გლობალური დომინირების გეგმებს.
რუსეთთან პროქსი-ომში კოლექტიური დასავლეთი ნელა, მაგრამ საიმედოდ ყალიბდება „გლობალურ გარიყულად“. ეს ჰიპერბოლა არ არის, რადგან ნატოს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის 12 პროცენტზე ნაკლები ცხოვრობს. ვინ ვის უქმნის პრობლემებს დედამიწაზე, ამის ახსნა საჭირო არ არის.
ვაშინგტონში შემცირდა საუბრები უკრაინის საგაზაფხულო კონტრშეტევაზე, ბრიუსელში კი კიევისთვის ევროპული დახმარების შესახებ სიტყვები საქმეს ჭარბობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე