https://sputnik-georgia.com/20230216/ramdeni-pensioneria-saqartveloshi-saqstati-274923350.html
რამდენი პენსიონერია საქართველოში? „საქსტატის” მონაცემები
რამდენი პენსიონერია საქართველოში? „საქსტატის” მონაცემები
Sputnik საქართველო
პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T09:47+0400
2023-02-16T09:47+0400
2023-02-16T14:08+0400
საქართველო
საქსტატი
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260010365_0:166:3055:1884_1920x0_80_0_0_ae174aea08236515f834316693da1b17.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 808,3 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში.უწყების ცნობით, საქართველოში პენსიონერთა საერთო რაოდენობის 28,7% მამაკაცია.ამასთან, პენსიონერების თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს, მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, სადაც პენსიონერების 16% ცხოვრობს, მესამე ადგილზე კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია (10,6%).პენსიონერების ყველაზე მცირე რაოდენობა ცხოვრობს გურიის (3,3%), მცხეთა-მთიანეთისა (2,5%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის (1,2%) რეგიონებში.პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. 2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 365 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 355 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 440 ლარს. ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260010365_925:247:3054:1843_1920x0_80_0_0_a3ffb0cd6aaf9bdc6f4bc9d084fcc18d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი პენსიონერია საქართველოში? „საქსტატის” მონაცემები
09:47 16.02.2023 (განახლებულია: 14:08 16.02.2023) პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 808,3 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველოში პენსიონერთა საერთო რაოდენობის 28,7% მამაკაცია.
ამასთან, პენსიონერების თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს, მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, სადაც პენსიონერების 16% ცხოვრობს, მესამე ადგილზე კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია (10,6%).
პენსიონერების ყველაზე მცირე რაოდენობა ცხოვრობს გურიის (3,3%), მცხეთა-მთიანეთისა (2,5%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის (1,2%) რეგიონებში.
პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. 2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 365 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 355 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 440 ლარს.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.