https://sputnik-georgia.com/20230216/qartuli-megvineebi-parizshi-gamofenaze-wardgnen-274926734.html
ქართული ღვინის კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში VinExpo Paris
ქართული ღვინის კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში VinExpo Paris
VinExpo Paris-ზე თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T12:29+0400
2023-02-16T12:29+0400
2023-02-16T16:25+0400
საქართველო
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
საფრანგეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268640156_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_09f696aa39ec0f4964c4a84340d78606.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 13 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია საფრანგეთში მასშტაბური გამოფენის VinExpo Paris-ის მონაწილე გახდა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოფენაში, რომელიც 13 თებერვალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდა, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია გამოფენის 30 ათასამდე ვიზიტორს წარუდგინეს.როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობით ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა იზრდება, რაც მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.სააგენტოს ინფორმაციით, პარიზის გამოფენის სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები. მათ შორის, სადეგუსტაციო სივრცეში 2022 წლის აშშ-ის საუკეთესო სომელიეს ვალერია გამპერის (Valeria Gamper) მიერ წარმოდგენილი იყო „მეღვინეობა იყალთოს“ ღვინო „ქვევრის ქისი“. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. 2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება გამოფენილი. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268640156_211:0:2428:1663_1920x0_80_0_0_636cc2b2f5287718867cd66249c83fb3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, ღვინის კულტურა და მეღვინეობა, საფრანგეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის კულტურა და მეღვინეობა, საფრანგეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული ღვინის კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში VinExpo Paris
12:29 16.02.2023 (განახლებულია: 16:25 16.02.2023) VinExpo Paris-ზე თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 13 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია საფრანგეთში მასშტაბური გამოფენის VinExpo Paris-ის მონაწილე გახდა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენაში, რომელიც 13 თებერვალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდა, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია გამოფენის 30 ათასამდე ვიზიტორს წარუდგინეს.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობით ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა იზრდება, რაც მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე წელს ღვინის კომპანიები აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ ქართულ საუკეთესო ღვინოებს“, – განაცხადა ტყემალაძემ.
სააგენტოს ინფორმაციით, პარიზის გამოფენის სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები. მათ შორის, სადეგუსტაციო სივრცეში 2022 წლის აშშ-ის საუკეთესო სომელიეს ვალერია გამპერის (Valeria Gamper) მიერ წარმოდგენილი იყო „მეღვინეობა იყალთოს“ ღვინო „ქვევრის ქისი“.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. 2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება გამოფენილი. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.