https://sputnik-georgia.com/20230216/niki-heili-274926035.html
რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა და აშშ-ის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს... 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T10:31+0400
2023-02-16T10:31+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23908/71/239087196_0:0:4752:2674_1920x0_80_0_0_56b7f0af17cff67454df8545469b3aaf.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა და აშშ-ის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მომავალი წლის ნოემბერშია დაგეგმილი.ჰეილიმ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც პირველი მიტინგი გამართა ჩარლსტონში. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკას პოლიტიკოსების ახალმა თაობამ უნდა უხელმძღვანელოს.51 წლის ჰეილი რესპუბლიკური პარტიის მეორე კანდიდატია ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემდეგ. მანამდე ჰეილი აცხადებდა, რომ არ გაუწევდა კონკურენციას ტრამპს, თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა. ტრამპის დროს ნიკი ჰეილი გაეროში აშშ-ის ელჩად მუშაობდა და ყოფილ პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც მან თეთრი სახლი დატოვა.ის ფაქტი, რომ ჰეილი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, სამშაბათს გახდა ცნობილი მის მიერვე გავრცელებული ვიდეოდან. როგორც ის ჩანაწერში აცხადებს, ჩინეთსა და რუსეთს საკადრის წინააღმდეგობას გაუწევს, და აღნიშნავს, რომ „მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით შემოსილი ფეხით დარტყმა ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარეა“.აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებს ქალი პოლიტიკოსი ოფიციალურად არასდროს წარუდგენიათ პრეზიდენტობის კანდიდატად.ამ დროისათვის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჰეილის მხოლოდ 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. რესპუბლიკელების 43%-ზე მეტი მზადაა, მხარი დონალდ ტრამპს დაუჭიროს, ხოლო 31% ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს ემხრობა, თუმცა მას ჯერ არ წამოუყენებია საკუთარი კანდიდატურა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23908/71/239087196_150:0:4374:3168_1920x0_80_0_0_3245ffbc08cf3a07521408f00177ec64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა და აშშ-ის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მომავალი წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
ჰეილიმ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც პირველი მიტინგი გამართა ჩარლსტონში. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკას პოლიტიკოსების ახალმა თაობამ უნდა უხელმძღვანელოს.
51 წლის ჰეილი რესპუბლიკური პარტიის მეორე კანდიდატია ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემდეგ. მანამდე ჰეილი აცხადებდა, რომ არ გაუწევდა კონკურენციას ტრამპს, თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა. ტრამპის დროს ნიკი ჰეილი გაეროში აშშ-ის ელჩად მუშაობდა და ყოფილ პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც მან თეთრი სახლი დატოვა.
ის ფაქტი, რომ ჰეილი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, სამშაბათს გახდა ცნობილი მის მიერვე გავრცელებული ვიდეოდან. როგორც ის ჩანაწერში აცხადებს, ჩინეთსა და რუსეთს საკადრის წინააღმდეგობას გაუწევს, და აღნიშნავს, რომ „მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით შემოსილი ფეხით დარტყმა ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარეა“.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებს ქალი პოლიტიკოსი ოფიციალურად არასდროს წარუდგენიათ პრეზიდენტობის კანდიდატად.
ამ დროისათვის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჰეილის მხოლოდ 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. რესპუბლიკელების 43%-ზე მეტი მზადაა, მხარი დონალდ ტრამპს დაუჭიროს, ხოლო 31% ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს ემხრობა, თუმცა მას ჯერ არ წამოუყენებია საკუთარი კანდიდატურა.