ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaილია დარჩიაშვილი და კატერინა საკელაროპულუ
ილია დარჩიაშვილი და კატერინა საკელაროპულუ - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ათენში საბერძნეთის პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულუსთან შეხვედრაზე თანამშრომლობისა და საბერძნეთის რეგიონისადმი განსაკუთრებული ინტერესის საკითხები განიხილა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირები და საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაესვა რეგიონის მიმართ საბერძნეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას.
საქართველომ და საბერძნეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ კულტურისა და განათლების სფეროებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0