https://sputnik-georgia.com/20230216/gaxdoma-mkacri-dietis-garese-mcire-cvlileba-kvebis-rejimsi-274933736.html
გახდომა მკაცრი დიეტის გარეშე: უბრალოდ მცირე ცვლილება კვების რეჟიმში
გახდომა მკაცრი დიეტის გარეშე: უბრალოდ მცირე ცვლილება კვების რეჟიმში
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. კვების რეჟიმში ისეთი მცირე ცვლილების შეტანაც კი, როგორიცაა გვიანი საუზმე და ადრეული ვახშამი, წონის დაკლებას უწყობს ხელს... 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T17:01+0400
2023-02-16T17:01+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ჯანსაღი კვება
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0a/249175611_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_19b9feacbc6e579252d5bc3a45be95aa.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. კვების რეჟიმში ისეთი მცირე ცვლილების შეტანაც კი, როგორიცაა გვიანი საუზმე და ადრეული ვახშამი, წონის დაკლებას უწყობს ხელს, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნდა პორტალზე Science Dayli.მეცნიერებმა ათკვირიანი კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც გააანალიზეს, რა გავლენას ახდენს კვების რეჟიმის შეცვლა მეტაბოლურ პროცესებზე. ამასთან მათ ასეთ შემთხვევაში დიაბეტისა და გულის დაავადებათა განვითარების რისკებიც შეისწავლეს.ექსპერიმენტში 29-დან 57 წლამდე ასაკის მოხალისეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს: პირველი ჯგუფი ათი დღის განმავლობაში ჩვეულებრივზე საათ-ნახევრით გვიან საუზმობდა, ხოლო ვახშამს საათ-ნახევრით ადრე მიირთმევდა; მეორე ჯგუფის წევრები კი მათთვის ჩვეული რეჟიმით იკვებებოდნენ. ამასთან ექსპერიმენტის ყველა მონაწილე კვების ტრადიციულ რაციონს იღებდა და არ იცავდა მკაცრ დიეტას.ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც კვების დრო შეცვალეს, საშუალოდ ორჯერ მეტი დაიკლეს წონაში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა. გარდა ამისა, როგორც თავად განაცხადეს, მადაც დაუქვეითდათ და კვებებს შორის სასუსნავის მიღების სურვილიც გაუქრათ.კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ ჯონათან ჯონსტოუნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე კვლევა იყო, მან მაინც ძალიან ღირებული ინფორმაცია მისცა სწავლულებს იმის თაობაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს კვების რეჟიმში შეტანილ მცირე ცვლილებას ადამიანის ორგანიზმისთვის.ჯონსტოუნის განმარტებით, ექსპერიმენტით მიღებული შედეგები მასშტაბურ კვლევებში იქნება გამოყენებული.წყარო: Science Dayli
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0a/249175611_88:0:2819:2048_1920x0_80_0_0_eb8e91bf9a4f6c39886293d674f16190.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ჯანსაღი კვება, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ჯანსაღი კვება, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. კვების რეჟიმში ისეთი მცირე ცვლილების შეტანაც კი, როგორიცაა გვიანი საუზმე და ადრეული ვახშამი, წონის დაკლებას უწყობს ხელს, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნდა პორტალზე Science Dayli.
მეცნიერებმა ათკვირიანი კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც გააანალიზეს, რა გავლენას ახდენს კვების რეჟიმის შეცვლა მეტაბოლურ პროცესებზე. ამასთან მათ ასეთ შემთხვევაში დიაბეტისა და გულის დაავადებათა განვითარების რისკებიც შეისწავლეს.
ექსპერიმენტში 29-დან 57 წლამდე ასაკის მოხალისეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს: პირველი ჯგუფი ათი დღის განმავლობაში ჩვეულებრივზე საათ-ნახევრით გვიან საუზმობდა, ხოლო ვახშამს საათ-ნახევრით ადრე მიირთმევდა; მეორე ჯგუფის წევრები კი მათთვის ჩვეული რეჟიმით იკვებებოდნენ. ამასთან ექსპერიმენტის ყველა მონაწილე კვების ტრადიციულ რაციონს იღებდა და არ იცავდა მკაცრ დიეტას.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც კვების დრო შეცვალეს, საშუალოდ ორჯერ მეტი დაიკლეს წონაში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა. გარდა ამისა, როგორც თავად განაცხადეს, მადაც დაუქვეითდათ და კვებებს შორის სასუსნავის მიღების სურვილიც გაუქრათ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ ჯონათან ჯონსტოუნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე კვლევა იყო, მან მაინც ძალიან ღირებული ინფორმაცია მისცა სწავლულებს იმის თაობაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს კვების რეჟიმში შეტანილ მცირე ცვლილებას ადამიანის ორგანიზმისთვის.
ჯონსტოუნის განმარტებით, ექსპერიმენტით მიღებული შედეგები მასშტაბურ კვლევებში იქნება გამოყენებული.