ადამიანის ხასიათი ბეჭდის მიხედვით: ანუ რაზე მეტყველებს სამკაული თითზე

© courtesy by Nini Saneblidzeნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის ჩვევებმა, ქცევამ და თვითგამოხატვის ხერხებმა შეიძლება ბევრი რამ თქვას მის ხასიათზე.
მაგალითად, გამოცდილ ფსიქოლოგს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი დუმს, მარტივად შეუძლია დაადგინოს, რით „სუნთქავს“ იგი, რა არის მისი ძლიერი თუ სუსტი მხარე, რაზე შეუძლია წასვლა და რა მსხვერპლის გასაღებად არის მზად მიზნის მისაღწევად. და ეს ყველაფერი იმის მიხედვით, თუ როგორ ბეჭდებს ანიჭებს უპირატესობას და რომელ თითზე ატარებს პაციენტი სამკაულს.
ქვემოთ რამდენიმე სპეციალისტის დაკვირვებას მოვუყარეთ თავის იმისთვის, რომ ბეჭდის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შევძლოთ.

ბეჭედი ნეკა თითებზე

თუ ადამიანი ბეჭდებს ორივე ხელის ნეკა თითებზე ატარებს — ეს ინტრიგებისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს, განსაკუთრებით, სასიყვარულო ფრონტზე.
ამასთან:
თუ მხოლოდ მარცხენა ხელის ნეკზე იკეთებს სამკაულს, მაშინ ეს მის შემოქმედებით ნატურაზე მეტყველებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანისგან გამუდმებით უნდა ელოდოთ არაორდინარულ ნაბიჯებს.
მარჯვენა ხელის ნეკზე ბეჭედის ტარება ცბიერ, ეშმაკ ადამიანებს სჩვევიათ. თანაც, თუ ეს მამაკაცია, მაშინ ის, სავარაუდოდ, ქალების ფავორიტია და ამით შესანიშნავად სარგებლობს.
ხოლო თუ ქალი ატარებს ბეჭედს მარჯვენა ნეკზე, ე.ი. ის ძლიერი ლიდერის თვისებებითაა შემკული, მაგრამ ამავე დროს ინტრიგებსაც არ ერიდება.

ბეჭედი არათითზე

თუ ადამიანი ბეჭდებს ორივე ხელის არათითებზე ატარებს, ეს იმის ნიშანია, რომ ახალი ურთიერთობისთვის არის მზად — მაშინაც კი, თუ მეუღლე ან პარტნიორი ჰყავს.
ამასთან:
ბეჭედი მამაკაცის მარცხენა ხელის არათითზე მის რომანტიკულ ბუნებაზე მეტყველებს, ბეჭედი ქალის მარცხენა არათითზე ნიშნავს, რომ მას ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის პოვნა, გამოხატვა და თვითდამკვიდრება სურს.
ერთი ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე ტრადიციულად დაქორწინებულებს უკეთიათ. მაგრამ თუ ქალი იქვე მეორე ბეჭედსაც იკეთებს, მაშინ ეს არის სიგნალი იმისა, რომ ქალს უხარია გათხოვება, მაგრამ ქმარი დიდად არ ადარდებს.
მამაკაცის მარჯვენა არათითზე ორი ბეჭედი კი მიანიშნებს, რომ მას საერთოდ არ უხარია დაოჯახება, და რომ ქორწინება მისთვის მძიმე ტვირთია.

ბეჭედი შუათითზე

ბეჭდები ორივე ხელის შუათითებზე ადამიანის პესიმისტურ ბუნებაზე მიანიშნებს, რომლებიც მთლიანად ბედს არიან მინდობილი.
ამასთან:
მარჯვენა ხელის შუათითზე ბეჭედს ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანები ატარებენ.
ბეჭედი მარცხენა ხელის შუათითზე ადამიანის დაბალი თვითშეფასების მტკიცებულებად აღიქმება.

ბეჭედი საჩვენებელ თითზე

თუ ადამიანი ორივე ხელის საჩვენებელ თითებზე ატარებს სამკაულს, ეს მის ნარცისიზმზე მეტყველებს.
ამასთან:
მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე ბეჭედს ისინი ატარებენ, ვისთვისაც ფინანსური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ლიდერებად არიან დაბადებული;
ბეჭედი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე ქალის შემთხვევაში მის ისტერიკულ ბუნებაზე მეტყველებს, მამაკაცის შემთხვევაში — მატყუარობაზე.

ბეჭედი ცერა თითზე

თუ ადამიანი ორივე ხელის ცერებზე ატარებს ბეჭდებს, ე.ი. საქმე ეჭვიან პიროვნებასთან გვაქვს, თანაც, შესაძლოა უსაფუძვლოდ ეჭვიანთან.
ამასთან:
მარჯვენა ცერზე ბეჭდის ტარება ჯიუტ და მიზანსწრაფულ ადამიანებს სჩვევიათ;
მარცხენა ცერზე კი — ქარიზმატულ, იმპულსურ და სექსუალურად ტემპერამენტულ ადამიანებს.
ყველა ახალი ამბავი
0