https://sputnik-georgia.com/20230216/---------274928462.html
შეჩერდეს მშენებლობა: კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე მშენებლობის შეჩერების დავალება გასცა
შეჩერდეს მშენებლობა: კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე მშენებლობის შეჩერების დავალება გასცა
Sputnik საქართველო
მერიის ინფორმაციით, ობიექტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T13:14+0400
2023-02-16T13:14+0400
2023-02-16T16:44+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266901975_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_5693a64867bdf4321a6a9af06b08e781.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების და იქ მომუშავე ამწე დანადგარის დემონტაჟის განკარგულება გასცა. მერიის ცნობით, საუბარია წყნეთის გზატკეცილზე შპს „ამბრელასა“ და შპს „ბიჩ ბილდინგ ბაგების“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე.როგორც მერმა განაცხადა, ობიექტზე ამწე დანადგარის საშუალებით მოძრავი ტვირთი იქვე არსებული სკოლის მიმართულებით გადაადგილდება, რაც საფრთხის შემცველია.თბილისის მერის განცხადებით, კომპანია მშენებლობის გაგრძელებას მხოლოდ ამწე მოწყობილობის დემონტაჟისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ შეძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266901975_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_601a609444cc00ae413243a1226c5be4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
შეჩერდეს მშენებლობა: კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე მშენებლობის შეჩერების დავალება გასცა
13:14 16.02.2023 (განახლებულია: 16:44 16.02.2023) მერიის ინფორმაციით, ობიექტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების და იქ მომუშავე ამწე დანადგარის დემონტაჟის განკარგულება გასცა.
მერიის ცნობით, საუბარია წყნეთის გზატკეცილზე შპს „ამბრელასა“ და შპს „ბიჩ ბილდინგ ბაგების“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე.
როგორც მერმა განაცხადა, ობიექტზე ამწე დანადგარის საშუალებით მოძრავი ტვირთი იქვე არსებული სკოლის მიმართულებით გადაადგილდება, რაც საფრთხის შემცველია.
„ტვირთის გადაადგილებისას არ არის უზრუნველყოფილი მომიჯნავე ნაკვეთებზე უსაფრთხოება. კერძოდ, საპირწონის კონსოლზე მიმაგრებული ტვირთი გადაადგილდება „ახალი სკოლის“ მიმართულებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, კომპანია მშენებლობის გაგრძელებას მხოლოდ ამწე მოწყობილობის დემონტაჟისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ შეძლებს.