მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

WSJ: აშშ კონტრაბანდისტებისთვის ჩამორთმეული იარაღის კიევისთვის გადაცემას აპირებს

© photo: Sputnik / Said Zakeriya / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პენტაგონი უკრაინისთვის იმ იარაღის გადაცემის საკითხს განიხილავს, რომლითაც ირანი იემენელ ბოევიკ ჰუსიტებს ამარაგებდა, იუწყება გაზეთი Wall Street Journal ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 5 ათასზე მეტ ავტომატზე, 1,5 მლნ ვაზნაზე, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და 7 ათასზე მეტ მართვად ასაფეთქებელზე, რომლებიც საზენიტო რაკეტებში გამოიყენება.
აღინიშნება, რომ ეს იარაღი ბოლო თვეებში ჩამოართვეს ირანთან დაკავშირებულ კონტრაბანდისტებს ამერიკელმა და ფრანგმა სამხედროებმა იემენის წყლებში პატრულირებისას.
წყაროების განმარტებით, პრობლემა ისაა, რომ იემენისთვის იარაღის მიწოდებაზე გაეროს ემბარგოს პირობების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ჩამორთმეული იარაღი უნდა გაანადგურონ ან შეინახონ, რათა ის სხვა სამხედრო კონფლიქტებში არ იყოს გამოყენებული.
იურისტები ურჩევენ თეთრ სახლს, რომ ჩამორთმეული იარაღის განსაკარგავად გამოიყენოს კანონი, რომელიც არალეგალურ ქმედებებში ჩართული ადამიანების ან ორგანიზაციების კუთვნილი აქტივების კონფისკაციას შეეხება. მაგრამ ამას პრეზიდენტის ბრძანებულება ან კონგრესის სპეციალური გადაწყვეტილება დასჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩამორთმეული იარაღის რაოდენობა მცირეა, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ირანული იარაღის უკრაინისთვის გადაცემას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, და რომ ამან შეიძლება შექმნას პრეცედენტი, ვინაიდან ჰუსიტებისთვის განკუთვნილი იარაღის ჩამორთმევა გრძელდება.
იემენში შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც ჰუსიტებმა ირანის მხარდაჭერით დაიწყეს, რვა წელზე მეტია გრძელდება. გაეროში მიაჩნიათ, რომ ირანის სამხედრო დახმარება — რაკეტები, დრონები თუ ცეცხლსასროლი იარაღი, ჰუსიტებს იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ძალებთან ბრძოლაში ეხმარება. ირანი უარყოფს ჰუსიტებისთვის იარაღის მიწოდებას.
წყარო: Wall Street Journal
ყველა ახალი ამბავი
0