სასამართლომ ადეიშვილისა და კეზერაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
საქმის შემდეგი განხილვა 22 მარტს გაიმართება.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდნენ.
ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული.
გარდა ადეიშვილისა და კეზერაშვილისა, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილსაც.
სხვა საკითხები სასამართლომ არ განიხილა, რადგან ექს-პრეზიდენტი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა.
სააკაშვილი უმწეო არ არის - პენიტენციური სამსახური სკანდალურ ვიდეოზე>>
ამ საქმეზე სასამართლოს შემდეგი სხდომა 22 მარტს დაინიშნა.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
ყველა ახალი ამბავი
0