https://sputnik-georgia.com/20230215/saqartvelos-inter-raostvis-76-mln-dolaris-gadaxda-daavaldebules-kalazis-komentari-274901279.html
საქართველოს „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ 76 მლნ დოლარის გადახდა დააკისრეს - კალაძის კომენტარი
საქართველოს „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ 76 მლნ დოლარის გადახდა დააკისრეს - კალაძის კომენტარი
Sputnik საქართველო
საქართველომ ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ რუსული ენერგოჰოლდინგ „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიებთან დავა წააგო. 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T16:03+0400
2023-02-15T16:03+0400
2023-02-15T20:23+0400
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
კახა კალაძე
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24007/67/240076734_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c06d96ef994f755764d7496ac8b8499d.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიები საქართველოსგან 200 მლნ დოლარის ჯარიმის გადახდას მოითხოვდნენ ლარის დევალვაციის გამო ენერგოტარიფების გაზრდაზე უარისთვის, მაგრამ საერთაშორისო არბიტრაჟმა მოპასუხეს 76 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ.მოსარჩელე საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელმაც 2014 წელს კომპანიას ელექტროენერგიაზე ტარიფების მომატებაზე უარი განუცხადა, ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას მოითხოვდა. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას 2021 წელს რუსული ენერგოჰოლდინგის „ინტერ რაოს" შვილობილი კომპანიებისთვის 80,5 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა, მაგრამ ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება „ინტერ რაოსთან“ საქართველომ წინა ხელისუფლების დროს დადო.სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ნიდერლანდში რეგისტრირებულმა „ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings-მა, რომელიც ორ ქართულ ჰესს – „ხრამი-1"-სა და „ხრამი-2"-ს ფლობს, და Silk Road Holdings-მა, რომელსაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" (ემსახურება თბილისს) 75% ეკუთვნის.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24007/67/240076734_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_a9695c5f782975d14df04fe4aa945da0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, კახა კალაძე , თბილისი დღეს
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, კახა კალაძე , თბილისი დღეს
საქართველოს „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ 76 მლნ დოლარის გადახდა დააკისრეს - კალაძის კომენტარი
16:03 15.02.2023 (განახლებულია: 20:23 15.02.2023) საქართველომ ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ რუსული ენერგოჰოლდინგ „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიებთან დავა წააგო.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიები საქართველოსგან 200 მლნ დოლარის ჯარიმის გადახდას მოითხოვდნენ ლარის დევალვაციის გამო ენერგოტარიფების გაზრდაზე უარისთვის, მაგრამ საერთაშორისო არბიტრაჟმა მოპასუხეს 76 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მოსარჩელე საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელმაც 2014 წელს კომპანიას ელექტროენერგიაზე ტარიფების მომატებაზე უარი განუცხადა, ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას მოითხოვდა. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას 2021 წელს რუსული ენერგოჰოლდინგის „ინტერ რაოს" შვილობილი კომპანიებისთვის 80,5 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა, მაგრამ ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით. შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ის ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები“, – განაცხადა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება „ინტერ რაოსთან“ საქართველომ წინა ხელისუფლების დროს დადო.
სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ნიდერლანდში რეგისტრირებულმა „ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა Gardabani Holdings-მა, რომელიც ორ ქართულ ჰესს – „ხრამი-1"-სა და „ხრამი-2"-ს ფლობს, და Silk Road Holdings-მა, რომელსაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" (ემსახურება თბილისს) 75% ეკუთვნის.