საეკლესიო კალენდარი: 15 თებერვალი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს მირქმას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, მაგრამ VI საუკუნემდე იგი გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას სხვა დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ და, როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღენიშნათ უფრო საზეიმოდ.
დღესასწაულის შესახებ
მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
იესო ორმოცი დღისა გახდა. ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ის იერუსალიმის ტაძარში, უფლის წინაშე წარსადგენად წაიყვანეს.
ჩვილ იესოს, ტაძარში შეეგება ღრმად მოხუცებული სვიმეონი, „კაცი მართალი და მოშიში უფლისა“, რომელიც მოელოდა მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას.
ცნობილია, რომ სვიმეონი ძალიან განსწავლული ადამიანი იყო. იგი ბიბლიის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნიდა. როცა მაცხოვრის სასწაულებრივი შობის შესახებ წინასწარმეტყველებაზე უნდა დაეწერა, სვიმეონმა მოინდომა წმიდა წერილის ტექსტის შეცვლა. ამის უფლება, ცხადია, არავის აქვს. თუმცა ეს რჯულის მცოდნე მოხუცს თავხედობით ან თავდაჯერებულობით არ მოსვლია. ეს იმიტომ მოხდა, რომ მის ადამიანურ გონებას არ შეეძლო წარმოედგინა ღვთის განკაცების ასეთი დიდი სასწაული, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა სვიმეონი და აუწყა, რომ იგი მანამდე არ მოკვდებოდა, ვიდრე არ იხილავდა სასწაულებრივად განკაცებულ ღმერთს.
იმ დღიდან სვიმეონის ცხოვრება იქცა ღმერთკაცის მოლოდინად. მან ძალიან დიდხანს იცოცხლა და ბოლოს მოხუცის მოლოდინი გამართლდა.
წმინდა ნინოს ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
საეკლესიო კალენდარი: 14 თებერვალი
იერუსალიმის ტაძართან, სადაც უამრავი ხალხი ირევა, სადაც უამრავ დედას მოუყვანია თავისი პირმშო, პირველი ვაჟი ღვთის წინაშე წარსადგენად, მირბის მოხუცი წინასწარმეტყველი სვიმეონი, რათა შეეგებოს მას, ვისაც ამდენ ხანს ელოდა. და ის ერთ-ერთ ყრმაში ცნობს ღმერთს, დედამისში კი – ღვთისმშობელს. მოხუცს ხელში აჰყავს ჩვილი იესო (მირქმა სწორედ მიგებებას, ხელში აყვანას ნიშნავს). მოხუცი ჩვილს მეუფედ აღიარებს, ხოლო საკუთარ თავს – მის მონად. ცხოვრების მიზანი მიღწეულია – სვიმეონი შეხვდა ღმერთს, მეტიც, ღირსი გახდა ხელში აეყვანა ის, ვის წინაშეც ძრწიან „ძალნი ცათანი“, ანგელოზები. სვიმეონი იმ დღესვე აღესრულა.
ამ დღეს ტაძარში მოვიდა წინასწარმეტყველი ანაც. ეს იყო მოხუცებული ქალი, რომელიც დღედაღამ იერუსალიმის სიახლოვეს მარხვითა და ლოცვით გულწრფელად ემსახურებოდა ღმერთს. ისიც ღირსი გახდა, მიჰგებებოდა უფალს, პატარა ბავშვში მაცხოვარი დაენახა, ყველასთან ელაპარაკა მასზე. ამიტომაც სახარება მას წინასწარმეტყველს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0