https://sputnik-georgia.com/20230215/ruset-ukrainis-konfliqti-274927481.html
მოსაზრება: ნატო ევროპას ომში გასაგზავნად ამზადებს
მოსაზრება: ნატო ევროპას ომში გასაგზავნად ამზადებს
Sputnik საქართველო
ირინა ალქსნისი 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T15:13+0400
2023-02-15T15:13+0400
2023-02-16T11:13+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274906365_0:201:2927:1847_1920x0_80_0_0_4370ef0c649273c5d47cfc2244eab4a2.jpg
ირინა ალქსნისისააგენტო Bloomberg-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დღეებში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება ალიანსის ქმედებები ორგანიზაციის წესდების მეხუთე მუხლის ფარგლებში მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში ერთდროულად ჩაბმის პირობებში, ასევე, რაც ყველაზე საინტერესოა, ისეთ მოვლენებში ჩაბმის შემთხვევაში, რომლებზეც აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება. ნატოს წესდების მეხუთე მუხლი - არის სწორედ ის ცნობილი პუნქტი კოლექტიური თავდაცვის შესახებ, როდესაც ალიანსის ერთ-ერთი წევრის მიმართ აგრესია განიხილება, როგორც ორგანიზაციაზე თავდასხმა და ითვალისწინებს ერთობლივ პასუხს აგრესიაზე.იმაზე, რომ სინამდვილეში აღნიშნული მუხლი ნატოს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ნებისმიერ კონფლიქტში ჩარევაზე, უკვე დიდი ხანია ბევრი საუბრობს. მაგრამ Bloomberg-ის წყარო მიუთითებს, რომ ბრიუსელში აქტიურად ცდილობენ მოარგონ ის მოვლენათა ისეთ განვითარებას, როდესაც ალიანსის ზოგიერთი წევრი ჩათრეული იქნება რომელიღაც საბრძოლო მოქმედებებში, ნატო კი არ აამოქმედებს მეხუთე მუხლს.მიზეზების ძებნა დიდხანს არ არის საჭირო, ის ზედაპირზე დევს და უკრაინა ჰქვია. თანდათანობით ნათელი ხდება, რომ დასავლეთი იქ მახეში გაება: მან ყველაფერი რუსეთის სამხედრო მარცხზე დადო, მაგრამ საქმე სხვა მიმართულებით მიდის. ბოლო კვირებია, ყველაზე გავლენიანი და წამყვანი მედიარესურსები სულ უფრო ხშირად და ღიად წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მარცხისთვისაა განწირული და ამას ვერავითარი დასავლური ტექნიკა ვერ შეცვლის.აშშ-ისა და ევროპის ფსონი რუსეთის დამარცხებაზე უკრაინელების ხელით უკვე წაგებულია, ესე იგი, დღის წესრიგში სიმწვავეს იძენს კითხვა - რა იქნება მომავალში.მოვლენები რამდენიმე წლის წინ რომ განვითარებულიყო, დასავლეთი შესვენებას აიღებდა, უკან დაიხევდა სამხედრო და პოლიტიკური გადაიარაღებისთვის, რათა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ეცადა. სწორედ ასეთ ტაქტიკას მიმართავდა მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთზე ყოველ სასტიკ, მაგრამ უშედეგო შეტევას მოჰყვებოდა შედარებითი სიმშვიდის პერიოდი.პრობლემა ისაა, რომ ამჯერად დასავლეთს დრო არა აქვს. მსოფლიო გლობალური სისტემა, რომლის ლიდერი და მთავარი სარგებელის მიმღები თავადაა, იშლება, თანაც სულ უფრო სწრაფად. მას არ შეუძლია პაუზის აღება და უკან დახევა. ერთადერთი გამოსავალია, გააგრძელოს დაწყებული საქმე. უკრაინის სამობილიზაციო რეზერვის ამოწურვის პარალელურად კი აუცილებელია ახალი საზარბაზნე ხორცის ძებნა და ამის წყარო თვალსაჩინოა - ნატოს ქვეყნები.აქ კი თავს იჩენს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შიდა ურთიერთობების ნიუანსები. ორგანიზაციის ლიდერი და ფაქტობრივი მფლობელი აშშ-ა. მას პირდაპირი ინტერესი აქვს, რომელსაც უკვე აღარ მალავს - თავი უკრას ევროპას რუსეთთან ომის ქარცეცხლში (და ამის წყალობით მიიღოს სერიოზული ეკონომიკური სარგებელი), თავად კი თავიდან აიცილოს მოსკოვთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება გლობალური ბირთვული კატასტროფა.Bloomberg-ის მიერ გამხელილი ნატოს გეგმები გამიზნულია სწორედ აღნიშნული ამოცანის გადაჭრისკენ. ერთი მხრივ, აქტიურად მიმდინარეობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში მეხუთე მუხლის იგნორირების პროცედურების მზადება. მეორე მხრივ, იგივე საიდუმლო დოკუმენტი მნიშვნელოვანწილად, საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ეძღვნება „თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას“, უფრო მდიდარი წევრების გაკულაკებას, რომლებიც მრავალი წელი არიდებდნენ თავს სამხედრო ხარჯს, მშპ-ს ორი პროცენტის გამოყოფას.გასაგებია, რომ პირველები ამ გეგმებს ემსხვერპლებიან პოლონელები და დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპელები. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ შტატებს შორს მიმავალი გეგმები აქვთ დასავლეთ ევროპის მიმართაც. აშშ-ის ელიტების დამორჩილების საქმეში ვაშინგტონის წარმატების გათვალისწინებით კი აღმოსავლეთ ფრონტზე ევროპელების გაგზავნის გეგმებს შეიძლება ხორციც შეესხას.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274906365_99:0:2828:2047_1920x0_80_0_0_ef332b439c42c7f0dda20bfbc87bb284.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სააგენტო Bloomberg-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დღეებში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება ალიანსის ქმედებები ორგანიზაციის წესდების მეხუთე მუხლის ფარგლებში მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში ერთდროულად ჩაბმის პირობებში, ასევე, რაც ყველაზე საინტერესოა, ისეთ მოვლენებში ჩაბმის შემთხვევაში, რომლებზეც აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება.
ნატოს წესდების მეხუთე მუხლი - არის სწორედ ის ცნობილი პუნქტი კოლექტიური თავდაცვის შესახებ, როდესაც ალიანსის ერთ-ერთი წევრის მიმართ აგრესია განიხილება, როგორც ორგანიზაციაზე თავდასხმა და ითვალისწინებს ერთობლივ პასუხს აგრესიაზე.
იმაზე, რომ სინამდვილეში აღნიშნული მუხლი ნატოს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ნებისმიერ კონფლიქტში ჩარევაზე, უკვე დიდი ხანია ბევრი საუბრობს. მაგრამ Bloomberg-ის წყარო მიუთითებს, რომ ბრიუსელში აქტიურად ცდილობენ მოარგონ ის მოვლენათა ისეთ განვითარებას, როდესაც ალიანსის ზოგიერთი წევრი ჩათრეული იქნება რომელიღაც საბრძოლო მოქმედებებში, ნატო კი არ აამოქმედებს მეხუთე მუხლს.
მიზეზების ძებნა დიდხანს არ არის საჭირო, ის ზედაპირზე დევს და უკრაინა ჰქვია. თანდათანობით ნათელი ხდება, რომ დასავლეთი იქ მახეში გაება: მან ყველაფერი რუსეთის სამხედრო მარცხზე დადო, მაგრამ საქმე სხვა მიმართულებით მიდის. ბოლო კვირებია, ყველაზე გავლენიანი და წამყვანი მედიარესურსები სულ უფრო ხშირად და ღიად წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მარცხისთვისაა განწირული და ამას ვერავითარი დასავლური ტექნიკა ვერ შეცვლის.
აშშ-ისა და ევროპის ფსონი რუსეთის დამარცხებაზე უკრაინელების ხელით უკვე წაგებულია, ესე იგი, დღის წესრიგში სიმწვავეს იძენს კითხვა - რა იქნება მომავალში.
მოვლენები რამდენიმე წლის წინ რომ განვითარებულიყო, დასავლეთი შესვენებას აიღებდა, უკან დაიხევდა სამხედრო და პოლიტიკური გადაიარაღებისთვის, რათა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ეცადა. სწორედ ასეთ ტაქტიკას მიმართავდა მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთზე ყოველ სასტიკ, მაგრამ უშედეგო შეტევას მოჰყვებოდა შედარებითი სიმშვიდის პერიოდი.
პრობლემა ისაა, რომ ამჯერად დასავლეთს დრო არა აქვს. მსოფლიო გლობალური სისტემა, რომლის ლიდერი და მთავარი სარგებელის მიმღები თავადაა, იშლება, თანაც სულ უფრო სწრაფად. მას არ შეუძლია პაუზის აღება და უკან დახევა. ერთადერთი გამოსავალია, გააგრძელოს დაწყებული საქმე. უკრაინის სამობილიზაციო რეზერვის ამოწურვის პარალელურად კი აუცილებელია ახალი საზარბაზნე ხორცის ძებნა და ამის წყარო თვალსაჩინოა - ნატოს ქვეყნები.
აქ კი თავს იჩენს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შიდა ურთიერთობების ნიუანსები. ორგანიზაციის ლიდერი და ფაქტობრივი მფლობელი აშშ-ა. მას პირდაპირი ინტერესი აქვს, რომელსაც უკვე აღარ მალავს - თავი უკრას ევროპას რუსეთთან ომის ქარცეცხლში (და ამის წყალობით მიიღოს სერიოზული ეკონომიკური სარგებელი), თავად კი თავიდან აიცილოს მოსკოვთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება გლობალური ბირთვული კატასტროფა.
Bloomberg-ის მიერ გამხელილი ნატოს გეგმები გამიზნულია სწორედ აღნიშნული ამოცანის გადაჭრისკენ. ერთი მხრივ, აქტიურად მიმდინარეობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში მეხუთე მუხლის იგნორირების პროცედურების მზადება. მეორე მხრივ, იგივე საიდუმლო დოკუმენტი მნიშვნელოვანწილად, საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ეძღვნება „თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას“, უფრო მდიდარი წევრების გაკულაკებას, რომლებიც მრავალი წელი არიდებდნენ თავს სამხედრო ხარჯს, მშპ-ს ორი პროცენტის გამოყოფას.
გასაგებია, რომ პირველები ამ გეგმებს ემსხვერპლებიან პოლონელები და დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპელები. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ შტატებს შორს მიმავალი გეგმები აქვთ დასავლეთ ევროპის მიმართაც. აშშ-ის ელიტების დამორჩილების საქმეში ვაშინგტონის წარმატების გათვალისწინებით კი აღმოსავლეთ ფრონტზე ევროპელების გაგზავნის გეგმებს შეიძლება ხორციც შეესხას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე