https://sputnik-georgia.com/20230215/rogor-xvdeba-bakuriani-pristailshi-msoplio-chempionats-274885272.html
როგორ ხვდება ბაკურიანი ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს?
როგორ ხვდება ბაკურიანი ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს?
ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 270 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T09:45+0400
2023-02-15T09:45+0400
2023-02-15T17:44+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0e/274880995_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_05a15c805151c69fd71edcf89a34e37a.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სათხილამურო კურორტი ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მასპინძელი გახდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. „ბაკურიანი 2023" საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 სხვადასხვა შეჯიბრი ჩატარდება.თებერვლის დასაწყისში საქართველომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან მსოფლიო თასის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოსთვის მაღალი შეფასება დაიმსახურა.საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ სრულიად მსოფლიოს აჩვენა წარმატების მაგალითი, როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა მოკლე დროში და შექმნას მაღალი დონის ინფრასტრუქტურა ასეთი მაღალი დონის ტურნირისთვის.ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 270 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო გზა, 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0e/274880995_58:0:967:682_1920x0_80_0_0_176cdf852d42a5a7bfc2a9349cc2fff7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ ხვდება ბაკურიანი ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს?
09:45 15.02.2023 (განახლებულია: 17:44 15.02.2023) ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 270 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სათხილამურო კურორტი ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მასპინძელი გახდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. „ბაკურიანი 2023" საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 სხვადასხვა შეჯიბრი ჩატარდება.
„განსაკუთრებით საამაყოა, რომ კურშაველის შემდგომ უკვე ბაკურიანი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და იმ სამუშაოთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასწია, ბაკურიანი ჩემპიონატის ღირსეული მასპინძელი იქნება", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
თებერვლის დასაწყისში საქართველომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან მსოფლიო თასის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოსთვის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ სრულიად მსოფლიოს აჩვენა წარმატების მაგალითი, როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა მოკლე დროში და შექმნას მაღალი დონის ინფრასტრუქტურა ასეთი მაღალი დონის ტურნირისთვის.
ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 270 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო გზა, 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.