კალაძემ ჩუღურეთის გამგებლის თანამდებობაზე კანდიდატურა წარადგინა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
კალაძის თქმით, დავით მაქაცარიას მრავალმხრივი გამოცდილება ჩუღურეთის რაიონს და იქ მცხოვრებ ადამიანებს გამოადგება.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა.

„თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა ამ პოზიციაზე კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავნება და, დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა კალაძემ.

მაქაცარია პროფესიით ეკონომისტია, რომელსაც საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლო წლებში საქმიანობდა ბიზნეს-სექტორში. კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მისი მრავალმხრივი გამოცდილება ჩუღურეთის რაიონს და იქ მცხოვრებ ადამიანებს გამოადგება.
„მინდა დავითს წარმატებები ვუსურვო. რაიონში ბევრი პროექტია განსახორციელებელი, არის პრობლემები“, – აღნიშნა კალაძემ.
მან დაამატა, რომ მნიშვნელოვანია რაიონს ჰყავდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც მერიის გუნდთან ერთად ღირსეულად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს.
ყველა ახალი ამბავი
0