https://sputnik-georgia.com/20230215/dokumentebis-gayalbebistvis-erti-piri-daakaves-274894746.html
ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T13:52+0400
2023-02-15T13:52+0400
2023-02-15T19:16+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელსაც თბილისში ჰქონდა ბეჭდვითი და სარეკლამო მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ ამზადებდა და ასაღებდა ფულადი გზავნილების შესახებ ყალბ ამონაწერებს.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეზე ყალბი საბანკო ამონაწერის გასაღების ფაქტზე დააკავეს.საგამოძიებო მოქმედებების პროცესში სამართალდამცველებმა სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დამზადებული ყალბი დოკუმენტები, მათ შორის ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, უცხო ქვეყნის მართვის ყალბი მოწმობები და პარკირების საშვები აღმოაჩინეს. ასევე ამოღებულ იქნა ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულების ყალბი ბეჭდები.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
13:52 15.02.2023 (განახლებულია: 19:16 15.02.2023) დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელსაც თბილისში ჰქონდა ბეჭდვითი და სარეკლამო მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ ამზადებდა და ასაღებდა ფულადი გზავნილების შესახებ ყალბ ამონაწერებს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეზე ყალბი საბანკო ამონაწერის გასაღების ფაქტზე დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების პროცესში სამართალდამცველებმა სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დამზადებული ყალბი დოკუმენტები, მათ შორის ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, უცხო ქვეყნის მართვის ყალბი მოწმობები და პარკირების საშვები აღმოაჩინეს. ასევე ამოღებულ იქნა ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულების ყალბი ბეჭდები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.