ბათუმის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
ლიფტის კაბინაში, სავარაუდოდ, ცხრა ადამიანი იმყოფებოდა.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც დაშავებულია ხუთი ადამიანი, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, კაბინაში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ხუთი კლინიკაში გადაიყვანეს, ოთხმა კი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
წყარო - „პირველი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0