https://sputnik-georgia.com/20230215/baideni-saprezidento-arcevnebi-274898134.html
აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენის კანდიდატურის წამოყენება არ სურთ - გამოკითხვა
აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენის კანდიდატურის წამოყენება არ სურთ - გამოკითხვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრები უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მომავალ არჩევნებში... 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T14:40+0400
2023-02-15T14:40+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი
პოლიტიკა
ახალი ამბები
გამოკითხვა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271855549_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_9540c6f528cae74e3f65e67b20b01e42.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრები უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე რესპუბლიკელები ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურას, იუწყება სააგენტო Reuters გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც მისი დაკვეთით ჩაატარა Ipsos-მა.გავრცელებული ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა 6-13 თებერვალს ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით, რა დროსაც 4408 ზრდასრული რესპონდენტი გამოიკითხა.როგორც დემოკრატიული პარტიის წევრთა გამოკითხვამ აჩვენა, მათ 52%-ს აღარ სურს ბაიდენის კანდიდატურის ხილვა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის ჩატარებულმა ანალოგიურმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურას გამოკითხულთა მხოლოდ 40% ეწინააღმდეგება.აღსანიშნავია, რომ ამერიკელი დემოკრატების დაბალი მხარდაჭერა ბაიდენისადმი მანამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა NORC-მაც დაადასტურა. როგორც მისმა გამოკითხვამ აჩვენა, დემოკრატების მხარდამჭერი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 37%-ს სურს, რომ ბაიდენმა მეორე ვადითაც უხელმძღვანელოს ქვეყანას. რატომ აკრიტიკებენ ამომრჩევლები ბაიდენსIpsos-ის ცნობით, ბევრი ამომრჩეველი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკითაა უკმაყოფილო. ახლა ბაიდენს ამომრჩეველთა მხოლოდ 36% უჭერს მხარს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 42% იყო.გარდა ამისა, ბაიდენს მიმდინარე წლის ნოემბერში 81 წელი შეუსრულდება, რის გამოც ბევრი მიიჩნევს, რომ ის ძალიან მოხუცი იქნება იმისთვის, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მართოს ქვეყანა.აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. თუმცა, როგორც Reuters-ი ვარაუდობს, დემოკრატიული პარტიის პრამერიზში მას კონკურენტი არ ეყოლება — იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი თავის პარტიას კონგრესში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარა.წყარო: Reuters
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271855549_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_63ed5b651f0f808797274ea699e5addf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპი, პოლიტიკა, ახალი ამბები, გამოკითხვა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპი, პოლიტიკა, ახალი ამბები, გამოკითხვა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრები უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე რესპუბლიკელები ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურას, იუწყება სააგენტო Reuters გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც მისი დაკვეთით ჩაატარა Ipsos-მა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა 6-13 თებერვალს ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით, რა დროსაც 4408 ზრდასრული რესპონდენტი გამოიკითხა.
როგორც დემოკრატიული პარტიის წევრთა გამოკითხვამ აჩვენა, მათ 52%-ს აღარ სურს ბაიდენის კანდიდატურის ხილვა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის ჩატარებულმა ანალოგიურმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურას გამოკითხულთა მხოლოდ 40% ეწინააღმდეგება.
„ამ გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი ამერიკელი არ არის აღფრთოვანებული 2020 წლის ნოემბრის ორთაბრძოლის განმეორებით, რომელშიც ბაიდენმა გაიმარჯვა“, — წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი დემოკრატების დაბალი მხარდაჭერა ბაიდენისადმი მანამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა NORC-მაც დაადასტურა. როგორც მისმა გამოკითხვამ აჩვენა, დემოკრატების მხარდამჭერი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 37%-ს სურს, რომ ბაიდენმა მეორე ვადითაც უხელმძღვანელოს ქვეყანას.
რატომ აკრიტიკებენ ამომრჩევლები ბაიდენს
Ipsos-ის ცნობით, ბევრი ამომრჩეველი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკითაა უკმაყოფილო. ახლა ბაიდენს ამომრჩეველთა მხოლოდ 36% უჭერს მხარს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 42% იყო.
გარდა ამისა, ბაიდენს მიმდინარე წლის ნოემბერში 81 წელი შეუსრულდება, რის გამოც ბევრი მიიჩნევს, რომ ის ძალიან მოხუცი იქნება იმისთვის, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მართოს ქვეყანა.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. თუმცა, როგორც Reuters-ი ვარაუდობს, დემოკრატიული პარტიის პრამერიზში მას კონკურენტი არ ეყოლება — იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი თავის პარტიას კონგრესში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარა.