https://sputnik-georgia.com/20230214/xatia-buniatisvili-svils-elodeba-274878931.html
ხატია ბუნიათიშვილი შვილს ელოდება - ფოტო
ხატია ბუნიათიშვილი შვილს ელოდება - ფოტო
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შვილს ელოდება. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T20:30+0400
2023-02-14T20:30+0400
2023-02-14T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართველი სელებრითები
საქართველო და კულტურა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/07/249641596_0:0:1884:1060_1920x0_80_0_0_35776feeba5cc8e5dcfaa0a1a80e375d.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შვილს ელოდება.პიანისტმა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ სიმბოლურად მიანიშნა – წმინდა ვალენტინის დღეს მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ეს არის მყუდრო სახლის ფოტო, სადაც ხატია დივანზეა მოკალათებული, სადაც ლამაზ ფეხებთან ერთად მკაფიოდ ჩანს მომრგვალებული მუცელიც.ფოტო გამოქვეყნდა 5 საათის წინ და უკვე 7,5 ათასი მოწონება და უამრავი მილოცვა დაიმსახურა.ადრე ხატია ბუნიათიშვილი აზიარებდა ფოტოებს კონცერტებიდან, სადაც ის თავისუფალი სილუეტის კაბებით გამოდის. ვინ არის ცნობილი პიანისტის რჩეული, ჯერჯერობით უცნობია.ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. ორჯერ მოიპოვა ერთ-ერთი პრესტიჟული Echo Klassik ჯილდო – 2012 წელს ალბომისთვის Franz Liszt, ხოლო 2016 წელს ალბომისთვის Kaleidoscope, რომელშიც შედიოდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.ბუნიათიშვილს კონცერტებით უამრავი სცენა აქვს დაპყრობილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.ხატია დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა მან უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკში დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. უკვე ექვსი წლის ასაკში პირველი კონცერტი გამართა კამერულ ორკესტრთან ერთად თბილისში.2003 წელს, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტმა, ხატიამ კიევში ვლადიმირ გოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო. ასევე მიღებული აქვს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის კონკურსის პირველი პრიზი.ბუნიათიშვილი არის Borletti-Buitoni Trust Award-ის ლაურეატი (2010), ხოლო მისი ალბომი სახელწოდებით „შუბერტი" 2019 წლის მარტში საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტის სათავეში მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/07/249641596_183:0:1772:1192_1920x0_80_0_0_a9daa92f362d31d609f0876ff85423c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართველი სელებრითები, საქართველო და კულტურა
ახალი ამბები, საქართველო, ქართველი სელებრითები, საქართველო და კულტურა
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შვილს ელოდება.
პიანისტმა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ სიმბოლურად მიანიშნა – წმინდა ვალენტინის დღეს მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ეს არის მყუდრო სახლის ფოტო, სადაც ხატია დივანზეა მოკალათებული, სადაც ლამაზ ფეხებთან ერთად მკაფიოდ ჩანს მომრგვალებული მუცელიც.
ფოტო გამოქვეყნდა 5 საათის წინ და უკვე 7,5 ათასი მოწონება და უამრავი მილოცვა დაიმსახურა.
ადრე ხატია ბუნიათიშვილი აზიარებდა ფოტოებს კონცერტებიდან, სადაც ის თავისუფალი სილუეტის კაბებით გამოდის. ვინ არის ცნობილი პიანისტის რჩეული, ჯერჯერობით უცნობია.
ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. ორჯერ მოიპოვა ერთ-ერთი პრესტიჟული Echo Klassik ჯილდო – 2012 წელს ალბომისთვის Franz Liszt, ხოლო 2016 წელს ალბომისთვის Kaleidoscope, რომელშიც შედიოდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
ბუნიათიშვილს კონცერტებით უამრავი სცენა აქვს დაპყრობილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ხატია დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა მან უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკში დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. უკვე ექვსი წლის ასაკში პირველი კონცერტი გამართა კამერულ ორკესტრთან ერთად თბილისში.
2003 წელს, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტმა, ხატიამ კიევში ვლადიმირ გოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო. ასევე მიღებული აქვს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის კონკურსის პირველი პრიზი.
ბუნიათიშვილი არის Borletti-Buitoni Trust Award-ის ლაურეატი (2010), ხოლო მისი ალბომი სახელწოდებით „შუბერტი" 2019 წლის მარტში საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტის სათავეში მოხვდა.