https://sputnik-georgia.com/20230214/susma-wliuri-angarishi-waradgina-274873858.html
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალურმა სამსახურმა წლიური ანგარიში წარმოადგინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალურმა სამსახურმა წლიური ანგარიში წარმოადგინა
ირაკლი ბერაიას თქმით, სამსახური აღჭურვილია დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრით. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T17:55+0400
2023-02-14T17:55+0400
2023-02-14T22:19+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581795_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_11c328aa6878a1aa55c740d2c5d97a70.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარმოადგინა ინფორმაცია ობიექტებისა და დასაცავი პირების უსაფრთხოების ზომების შესახებ. ჩუბინიძემ ასევე ისაუბრა საქართველოში სტუმრად ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიებებისა და სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე.პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყება, დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრით, მათ შორის პირადი დაცვით, ესკორტირების, სპეცდანიშნულების, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობებით, ასევე სასწავლო ცენტრით.2022 წელს უწყებამ პირადი დაცვის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას უმასპინძლა, რაც ნათლად მეტყველებს სამსახურის მიღწევებსა და მის საერთაშორისო რეპუტაციაზე, აღნიშნა ბერაიამ„ჩვენ, კანონმდებლები ვზრუნავთ და ყოველთვის ვიზრუნებთ არა მხოლოდ იმაზე, რომ სამსახურზე ეფექტიანი ზედამხედველობა განხორციელდეს, არამედ უწყებას საჭირო და სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს“, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს ნდობის ჯგუფის წევრები – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაესწრნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581795_4:0:2735:2048_1920x0_80_0_0_e9964572ad67ffbe501e69fb738cf5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალურმა სამსახურმა წლიური ანგარიში წარმოადგინა
17:55 14.02.2023 (განახლებულია: 22:19 14.02.2023) ირაკლი ბერაიას თქმით, სამსახური აღჭურვილია დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრით.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარმოადგინა ინფორმაცია ობიექტებისა და დასაცავი პირების უსაფრთხოების ზომების შესახებ. ჩუბინიძემ ასევე ისაუბრა საქართველოში სტუმრად ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიებებისა და სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე.
პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყება, დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრით, მათ შორის პირადი დაცვით, ესკორტირების, სპეცდანიშნულების, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობებით, ასევე სასწავლო ცენტრით.
„სამსახური დაცვითი ღონისძიებებისთვის ყველა საჭიროებას სრულად პასუხობს. 2022 წლის შემოდგომიდან სამსახური არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი უწყება და აქტიურად მონაწილეობს უწყებათშორის კოორდინაციაში და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა ბერაიამ.
2022 წელს უწყებამ პირადი დაცვის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას უმასპინძლა, რაც ნათლად მეტყველებს სამსახურის მიღწევებსა და მის საერთაშორისო რეპუტაციაზე, აღნიშნა ბერაიამ
„ჩვენ, კანონმდებლები ვზრუნავთ და ყოველთვის ვიზრუნებთ არა მხოლოდ იმაზე, რომ სამსახურზე ეფექტიანი ზედამხედველობა განხორციელდეს, არამედ უწყებას საჭირო და სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს“, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს ნდობის ჯგუფის წევრები – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაესწრნენ.