„ნაპოლის“ მწვრთნელმა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულ ვარსკვლავს შეადარა

© AP Photo / Luca Brunoხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
ლუჩანო სპალეტი მიიჩნევს, რომ ქართველ სპორტსმენს დიდი მომავალი აქვს.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელს მოჰამედ სალაჰს შეადარა.
სპალეტი ეგვიპტელ სალაჰს ორი წლის განმავლობაში ავარჯიშებდა, როდესაც ის „რომაში“ თამაშობდა.

„ის (კვარაცხელია) ბურთს კარგად ფლობს, ძალიან კარგი დრიბლიორია, აქვს კარგი დარტყმა და ისეთ ფინტებს ასრულებს, რომ მისი გაჩერება შეუძლებელია. დაახლოებით ასეთია მოჰამედ სალაჰი – ერთი იმ სამი ფეხბურთელიდან, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების პოვნა მინდვრის პატარა მონაკვეთზე და სწორი გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ გავლენის ქვეშ არ მოექცნენ“, – განაცხადა სპალეტიმ.

მისი თქმით, კვარაცხელია მშვიდი პიროვნებაა და მას დიდი მომავალი აქვს.
„ნაპოლის“ 22 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში 59 ქულით პირველი ადგილი უკავია. სპალეტის გუნდი 15 ქულით უსწრებს უახლოეს მეტოქეს – მილანის „ინტერს“.
1989-1990 წლების სეზონის შემდეგ ნეაპოლელებს პირველი რეალური შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ სკუდეტო მოიგონ. ამას გარდა, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შთამბეჭდავ თამაშზე ამ სეზონში დიდი გავლენა იქონია – მას პირდაპირი წვლილი მიუძღვის „ნაპოლის“ მიერ მეტოქეთა კარში გატანილ 25 გოლში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0