წმინდა ვალენტინის დღეს ყველაფერი სიყვარულით არის გაჟღენთილი. მიუხედავად სუსხიანი ზამთრისა, საყვარელი ადამიანები ერთმანეთს მყუდრო და თბილ გარემოს უქმნიან.მიუხედავად იმისა, თუ როგორ აპირებთ ამ დღის გატარებას, არ დაგავიწყდეთ, რომ სიყვარული აფრთიანებს, შთააგონებს და უამრავ დადებით ემოციას გვჩუქნის.
სიყვარულის ერთნაირი ისტორიები არ არსებობს, თუმცა არსებობს მსგავსი სიუჟეტები.
წმინდა ვალენტინის დღეს ყველაფერი სიყვარულით არის გაჟღენთილი. მიუხედავად სუსხიანი ზამთრისა, საყვარელი ადამიანები ერთმანეთს მყუდრო და თბილ გარემოს უქმნიან.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ აპირებთ ამ დღის გატარებას, არ დაგავიწყდეთ, რომ სიყვარული აფრთიანებს, შთააგონებს და უამრავ დადებით ემოციას გვჩუქნის.
ემანუელ მაკრონს მომავალი მეუღლე 15 წლის ასაკში შეუყვარდა. ბრიჟიტ ტრონიე მეუღლეზე 24 წლით უფროსია, თუმცა რთულია იმაზე მყარი კავშირის წარმოდგენა, ვიდრე მათ აქვთ
ჯონ კენედიმ და ჟაკლინ ბუვიემ ერთმანეთი 1952 წელს სადილზე სტუმრად ყოფნისას გაიცნეს. ერთი წლის შემდეგ წყვილი დაინიშნა. ისინი სირთულეებს არაერთხელ გადააწყდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა ნამდვილად იყო წარმატებული და ლამაზი პოლიტიკური კავშირი
საქორწინო ცერემონიაზე პრინცესა ელიზაბეტმა დაჟინებით მოითხოვა, ტრადიციულად დაედო მეუღლისადმი მორჩილების ფიცი.
სტუმრებში ამან აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ქორწინების შემდეგ პრინცესა დედოფალი ხდებოდა, ფილიპი კი თავად უნდა დამორჩილებოდა ელიზაბეტს. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. 73 წლის განმავლობაში მათი ოჯახი სამაგალითო იყო ყველასთვის
ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე პირველად ერთმანეთს 1936 წელს შეხვდნენ, ვივიენის თეატრალური წარმოდგენის შემდეგ. ლოურენსი კულისებში შევიდა ვივიენისათვის მისალოცად, და შეუყვარდა. მათ ეშინოდათ, რომ საიდუმლო ურთიერთობა მათ კარიერას დაანგრევდა, თუმცა გრნობებს ვერაფერი მოუხერხეს
მიკ ჯაგერმა და ბიანკამ 1970 წელს The Rolling Stones-ის კონცერტის შემდეგ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. დაიწყო რომანი, რამდენიმე თვეში კი ბიანკა დაორსულდა. ჯაგერმა მას მყისვე ხელი სთხოვა და 1971 წლის 12 მაისს მათ სენ-ტროპეზე იქორწინეს
ბარაკ და მიშელ ობამებმა 1992 წელს იქორწინეს. ერთხელ რესტორანში ვახშამზე წყვილმა ქორწინების შესახებ ბარაკის დამოკიდებულების გამო იჩხუბა და უცებ მოხდა მოულოდნელი რამ: ოფიციანტმა დესერტის ჭურჭელს თავი მოხადა და შოკოლადის ტორტის ნაცვლად მიშელს ბრილიანტის ბეჭდის ყუთი მიართვა
„შეგიძლიათ იფიქროთ, რომ როკმუსიკოსის სუპერმოდელზე ქორწინება საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება მოხდეს სამყაროში. ასეც არის“, - ასე აღწერა დევიდ ბოუიმ იმანთან ქორწინება ერთ-ერთ ინტერვიუში
ვიქტორია როგორც იხსენებს, დევიდი უხერხულ სიტუაციაში გაიცნო. მან არ იცოდა რომელ გუნდში თამაშობდა ბექჰემი, ამიტომ დაიმორცხვა და მხოლოდ უთხრა: „კარგი თამაში იყო“. დევიდს კი ეგონა, რომ ის გატანილი გოლით მოხიბლა
ხოაკინს და რუნის არ უყვართ ურთიერთობების სააშკარაოზე გამოტანა. ვერ იპოვით მათ მიერ ინსტაგრამზე სიყვარულის ახსნის ვიდეოებს, მაგრამ აშკარაა, ისინი ერთმანეთზე გიჟდებიან
სოფი ლორენის და კარლო პონტის სასიყვარულო ისტორია 54 წელი გაგრძელდა. იმ დროის ჰოლივუდისთვისაც კი ეს რეკორდული დრო იყო. მიუხედავად უამრავი სირთულისა, მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი
მათი სიყვარულის ისტორია მოგაგონებთ ლამაზ ზღაპრებს პრინცესებსა და პრინცებზე. მონაკოს პრინცსა და ჰოლივუდის ოსკაროსან ვარსკვლავს მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა მათ შესახებ, წყვილმა მთელი ცხოვრება ერთად გაატარა
ჯონ ლენონისა და იოკო ონოს წყვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და ექსტრავაგანტული როკ-მუსიკის ისტორიაში. ოდესღაც სწორედ მათ დაარწმუნეს მსოფლიო იმაში, რომ საკულტო სტრიქონი სიმღერიდან All you need is love – მხოლოდ სიტყვები არ არის