https://sputnik-georgia.com/20230214/sazogadoebriv-adgilebsi-infrastruqturis-dazianeba-dasjadi-gaxdeba-274883689.html
საზოგადოებრივ ადგილებში ინფრასტრუქტურის დაზიანება დასჯადი გახდება
საზოგადოებრივ ადგილებში ინფრასტრუქტურის დაზიანება დასჯადი გახდება
შესწორებების თანახმად, ჯარიმა 300 ლარს შეადგენს 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T23:32+0400
2023-02-14T23:32+0400
2023-02-14T23:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. პარლამენტის კომიტეტები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვას, რომელიც პარკებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.კანონპროექტის ავტორი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მსგავსი ზომების მიღების მიზეზად კანონის სრულყოფას ასახელებს.დღესდღეობით სისხლის სამართლის სამართალდარღვევად მიიჩნევა 150 ლარზე ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
საზოგადოებრივ ადგილებში ინფრასტრუქტურის დაზიანება დასჯადი გახდება
შესწორებების თანახმად, ჯარიმა 300 ლარს შეადგენს
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. პარლამენტის კომიტეტები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვას, რომელიც პარკებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.
შესწორებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ასეთივე ჯარიმა დაწესდება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის დაზიანებისა ან განადგურების შემთხვევაში. იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
კანონპროექტის ავტორი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მსგავსი ზომების მიღების მიზეზად კანონის სრულყოფას ასახელებს.
„გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფოს ქონებას. შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“, - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
დღესდღეობით სისხლის სამართლის სამართალდარღვევად მიიჩნევა 150 ლარზე ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.