მოსაზრება: საჰაერო ბრძოლა ამერიკის თავზე - NORAD უცხოპლანეტელებს არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Maxim Blinovაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
თებერვლის დასაწყისში აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შემჩნეულმა ჩინეთის აეროსტატმა პენტაგონის სპეციალისტებს დაკვირვების გაძლიერებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების (NORAD) აპარატურის ხელახლა აღჭურვისკენ უბიძგა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – აშშ-ისა და კანადის თავზე ერთბაშად რამდენიმე ამოუცნობი ობიექტი შენიშნეს, რომლებიც სრულებით არ ჰგავდნენ ჩინურ აეროსტატს. მხოლოდ გასული სამი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა სამი ამოუცნობი საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის (NORAD) მეთაურმა და აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობის (NORTHCOM) გენერალმა გლენ ვანჰერკმა გუშინ განაცხადა, რომ 10-12 თებერვალს ჩამოგდებული ობიექტები დაახლოებით ერთი ზომის იყო, შედარებით დაბალი სიჩქარით მოძრაობდნენ, და მან არ გამორიცხა საფრენი აპარატების არამიწიერი წარმომავლობა. ვანჰერკი მოყვარული უფოლოგი არ არის და მის სიტყვებს უზარმაზარი წონა აქვს. განვიხილოთ ქრონოლოგია.
ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ხუთდღიანი ფრენის შემდეგ, 4 თებერვალს გამანადგურებელმა F-22-მა 20 კმ-ის სიმაღლეზე სამხრეთ კაროლინის სანაპიროს მახლობლად ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ჩამოაგდო. ნამსხვრევები აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში ჩაცვივდა, მათ სპეციალისტები სწავლობენ. პეკინი მეტად აღშფოთდა „სამოქალაქო“ ობიექტის განადგურების გამო. ვაშინგტონმა აღნიშნა, რომ ჩინეთის აპარატი ეკუთვნოდა სადაზვერვო ფლოტს, რომელიც 40-ზე მეტი ქვეყნისა და ხუთი კონტინენტის ტერიტორიაზე მოქმედებდა. აშშ-ის გენერალურმა მდივანმა ენტონი ბლინკენმა პეკინში ოფიციალური ვიზიტი გადადო. შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო.
როდესაც ამერიკელებმა გადატვირთეს NORAD-ის რადარები დაბალსიჩქარიანი სამიზნეების აღმოსაჩენად, მათ ალასკის თავზე შენიშნეს ავტომობილის ზომის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ამერიკულმა გამანადგურებელმა F-22-მა ის AIM-9X Sidewinder რაკეტით 10 თებერვალს 12 კმ სიმაღლეზე ჩამოაგდო. აპარატის ნამსხვრევები ზღვის გაყინულ ზედაპირზე გაიფანტა და მკვლევარებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს.
მეორე ამოუცნობი ობიექტი აღმოაჩინეს ჩრდილოეთ კანადის თავზე, 12 კმ-ის სიმაღლეზე და ის კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს გადაწყვეტილებით აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლის F-22-ის მეშვეობით 11 თებერვალს ჩამოაგდეს.
მესამე აპარატი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით 12 თებერვალს გურონის ტბასთან 6 კმ სიმაღლეზე F-16-ის მეშვეობით ჩამოაგდეს.
აშშ-ის კონგრესში გაისმა მრავალმნიშვნელოვანი განცხადება იმაზე, რომ „ამერიკელები უფრო მეტ პასუხს იმსახურებდნენ, ვიდრე დღეს მიიღეს“. ამასობაში ჩინეთმა 12 თებერვალს აღმოსავლეთ პროვინცია შანდუნის თავზე ამოუცნობი საფრენი ობიექტი შენიშნა და ემზადება მის გასანადგურებლად. ეროვნული უსაფრთხოება მთავარია.

ფიზიკის კანონების მიუხედავად

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა მზადყოფნაშია. უცნობია – რისთვის. ვაშინგტონი მიმდინარე მოვლენებს ახსნას ვერ უძებნის. ტელეარხმა CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია: „დეტალები, რომლებიც პენტაგონიდან და კაპიტოლიუმიდან ჟონავს, ისედაც უჩვეულო საერთაშორისო ეპიზოდს კიდევ უფრო უცნაურს და ჩახლართულს ხდის“. სენატორი დენ სალივანი ხაზგასმით საუბრობს მფრინავი ობიექტებიდან მომდინარე „საფრთხის ბუნების“ ამოხსნის აუცილებლობაზე. ჯერ გაურკვეველია, რის ხარჯზე ჩერდებოდა ჰაერში ამოუცნობი საფრენი ობიექტი. აპარატების კუთვნილება – პლანეტარული მასშტაბის ინტრიგაა. და მაინც არსებობს პრეისტორია.
აშშ-ის მთავრობამ მხოლოდ 2004-2021 წლებში ოფიციალურად დააფიქსირა 144 ანგარიში უცხოპლანეტელებთან კონტაქტების შესახებ, მათ შორის, ამოუცნობი საფრენი ობიექტების დაკვირვების შემთხვევა „რამდენიმე მფრინავის დახმარებით“ და პენტაგონის თვითმფრინავებთან დაკავშირებული 11 კონფლიქტური სიტუაციის მეშვეობით. კანონმდებლების თხოვნით, 2022 წლის მაისში ავტორიტეტულმა სპიკერებმა სკოტ ბრეიმ და რონალდ მოულტრიმ 50 წლის განმავლობაში პირველად აჩვენეს ამერიკელ კონგრესმენებს გასაიდუმლოებული ფოტო და ვიდეო ამოუცნობი მფრინავი და მცურავი ობიექტებით. კონკრეტული ახსნის გარეშე.
ალბათ კომპეტენტურ სპეციალისტებს ბევრის ახსნა შეუძლიათ და არ სურთ საიდუმლოს გამხელა, რათა „პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, არ მისცენ გაუთვალისწინებელი ახალი ტექნოლოგიებით ჩვენი გაოცების შესაძლებლობა“. კონგრესში მოსმენები გაასაიდუმლოეს.
საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა მიტიო კაკუმ ამოუცნობი საფრენი ობიექტების თემაზე და კონგრესმენების „არამიწიერ“ აღმოჩენებზე საუბრისას აღნიშნა: „ეს უცნაური ხომალდები ეწინააღმდეგება ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს“ და „მტკიცებულებების არარსებობა არ წარმოადგენს მათი არარსებობის მტკიცებულებას“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0