საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრულო პოლიცია
სასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. კიდევ რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია, ადგილზე პოლიცია მუშაობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ყველა ახალი ამბავი
0