https://sputnik-georgia.com/20230214/qartveli-megvineebi-vinexpo-paris-monawileoben-274847505.html
ქართველი მეღვინეები მონაწილეობენ გამოფენაში VinExpo Paris
ქართველი მეღვინეები მონაწილეობენ გამოფენაში VinExpo Paris
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ბაზრების დივერსიფიკაცია ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტია. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T11:27+0400
2023-02-14T11:27+0400
2023-02-14T16:03+0400
საქართველო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641681_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_ea5e39fa2741e060d5670123887b13c8.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 13 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია საფრანგეთში მასშტაბური გამოფენის VinExpo Paris-ის მონაწილე გახდა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება გამოფენის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ სადეგუსტაციო სივრცეებში.გამოფენაში, რომელიც 13 თებერვალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს. ისინი საკუთარ პროდუქციას გამოფენის 30 ათასამდე ვიზიტორს წარუდგენენ.ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. 2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება წარდგენილი.მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641681_289:0:2500:1658_1920x0_80_0_0_0d90a83d658424c42f3b6ec27256eead.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართველი მეღვინეები მონაწილეობენ გამოფენაში VinExpo Paris
11:27 14.02.2023 (განახლებულია: 16:03 14.02.2023) ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ბაზრების დივერსიფიკაცია ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტია.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 13 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია საფრანგეთში მასშტაბური გამოფენის VinExpo Paris-ის მონაწილე გახდა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება გამოფენის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ სადეგუსტაციო სივრცეებში.
„მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობებს აძლევს. გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მასმედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენაში, რომელიც 13 თებერვალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს. ისინი საკუთარ პროდუქციას გამოფენის 30 ათასამდე ვიზიტორს წარუდგენენ.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. 2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება წარდგენილი.
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.