https://sputnik-georgia.com/20230214/moskovma-kisiniovis-braldebebs-upasuxa-274858628.html
მოსკოვმა მაია სანდუს ბრალდებებს უპასუხა
მოსკოვმა მაია სანდუს ბრალდებებს უპასუხა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ბრალდებები, თითქოს რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს, აბსოლუტურად უსაფუძვლო და... 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T16:40+0400
2023-02-14T16:40+0400
2023-02-14T21:52+0400
რუსეთი
მოლდოვა
პოლიტიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24723/77/247237788_0:122:3072:1850_1920x0_80_0_0_1da9c13c7aa39430d89c67876fdaffc4.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ბრალდებები, თითქოს რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს, აბსოლუტურად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.როგორც უწყებაში აღნიშნეს, სანდუს განცხადებები აგებულია ისეთ „ხრიკებზე“, რომლებსაც ხშირად მიმართავენ შეერთებული შტატები, დასავლური ქვეყნები და უკრაინა, როდესაც ბრალდებებს „ისეთ დახურულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნებით აყენებენ, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელია, მერე კი მათ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად იყენებენ“.უწყების განმარტებით, მოლდოვის ხელისუფლება ამ სიყალბის ნამდვილობას ამტკიცებს, რათა თავისი მოქალაქეების ყურადღება არსებული პრობლემებიდან სხვა თემებზე გადაიტანოს და ამასთან გააძლიეროს ბრძოლა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმ „მითის გამოყენებით, რომელიც რუსულ საფრთხეს უკავშირდება“.ამასთან სამინისტრომ მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას, „გამოიჩინოს სახელმწიფოებრივი სიბრძნე, არ აჰყვეს გარე პროვოკაციებს“ და იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე — იმის გაცნობიერებით, თუ რა „დიდი პლუსები შეიძლება მოუტანოს მოლდოვას რუსეთთან სტაბილურმა და მეგობრულმა ურთიერთობებმა“.
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24723/77/247237788_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_db0d815e7ebd6be95bcc968c007c45bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთი, მოლდოვა, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთი, მოლდოვა, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ბრალდებები, თითქოს რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს, აბსოლუტურად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სანდუს განცხადებები აგებულია ისეთ „ხრიკებზე“, რომლებსაც ხშირად მიმართავენ შეერთებული შტატები, დასავლური ქვეყნები და უკრაინა, როდესაც ბრალდებებს „ისეთ დახურულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნებით აყენებენ, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელია, მერე კი მათ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად იყენებენ“.
„აშკარაა, რომ კიევის ჭეშმარიტი მიზანი, რომელმაც „მოლდოვაში დესტაბილიზაციის რუსული გეგმის“ შესახებ დეზინფორმაცია წამოიწყო, არის კიშინიოვის ჩათრევა რუსეთთან მკვეთრ კონფრონტაციაში“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, მოლდოვის ხელისუფლება ამ სიყალბის ნამდვილობას ამტკიცებს, რათა თავისი მოქალაქეების ყურადღება არსებული პრობლემებიდან სხვა თემებზე გადაიტანოს და ამასთან გააძლიეროს ბრძოლა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმ „მითის გამოყენებით, რომელიც რუსულ საფრთხეს უკავშირდება“.
„დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით მოლდოვისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს მოლდოვის რესპუბლიკისთვის და მხარს უჭერს ორმხრივად ხელსაყრელი და თანაბარუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას“, — წერს რუსული საგარეო უწყება.
ამასთან სამინისტრომ მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას, „გამოიჩინოს სახელმწიფოებრივი სიბრძნე, არ აჰყვეს გარე პროვოკაციებს“ და იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე — იმის გაცნობიერებით, თუ რა „დიდი პლუსები შეიძლება მოუტანოს მოლდოვას რუსეთთან სტაბილურმა და მეგობრულმა ურთიერთობებმა“.