https://sputnik-georgia.com/20230214/mecnierebma-daasaxeles-produqti-romelic-inteleqts-amarlebs-274857800.html
აჭამეთ ბავშვებს კვირაში ერთხელ მაინც: დასახელდა ინტელექტის ასამაღლებელი პროდუქტი
აჭამეთ ბავშვებს კვირაში ერთხელ მაინც: დასახელდა ინტელექტის ასამაღლებელი პროდუქტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თევზის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ინტელექტის ზრდას და ასევე აუმჯობესებს ძილს, წერს პორტალი Eurekalert პენსილვანიის... 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T15:41+0400
2023-02-14T15:41+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
რჩევები მშობლებს
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264144589_0:146:1920:1226_1920x0_80_0_0_cdcf25582082225ced188f00e0978c59.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თევზის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ინტელექტის ზრდას და ასევე აუმჯობესებს ძილს, წერს პორტალი Eurekalert პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.სწავლულების თქმით, ცხიმმჟავა ომეგა 3-ის (რომელსაც თევზი შეიცავს) გავლენა გონებრივ მუშაობაზე ადრინდელმა კვლევებმაც დაადასტურა, თუმცა მაშინ მისი კავშირი ინტელექტის ამაღლებასა და ძილის გაუმჯობესებასთან ნაკლებად იყო შესწავლილი.პენსილვანიის უნივერსიტეტის ახალ კვლევაში 9-დან 11 წლამდე ასაკის 541 ბავშვი იყო ჩართული. მათგან 54% ბიჭუნები იყვნენ, ხოლო 46% — გოგონები. მეცნიერებმა ჯერ დაადგინეს, რა სიხშირით იღებდნენ ბავშვები თევზეულს, შემდეგ კი ინტელექტის დონის შესამოწმებლად IQ-ტესტიც ჩაუტარეს სახელწოდებით „ვექსლერის ინტელექტის შკალა ბავშვებისთვის“. აღნიშნული ტესტი ისეთ ვერბალურ და არავერბალურ უნარებს იკვლევს, როგორებიცაა სიტყვათა მარაგი და კოდირება. ამასთან კითხვარები შეავსეს ბავშვების მშობლებმაც, რომლებმაც შვილების ძილის ხარისხის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.მეცნიერების აზრით, ბავშვები ორი წლის ასაკიდან შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა იკვებებოდნენ თევზეულით.ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი ჯენიფერ პინტო-მარტინი მშობლებს ურჩევს, რომ შვილები თევზეულს პატარაობიდანვე მიაჩვიონ, რაციონში თანდათანობით დამატებით, რადგან ისინი „კარგად გრძნობენ სუნებს და მერე შესაძლოა საერთოდ უარი თქვან ამ პროდუქტზე“.მეცნიერების თქმით, თევზეულის კვირაში ერთხელ მიღებაც კი უკვე შეიძლება მაღალ მაჩვენებლად ჩაითვალოს. წყარო: Eurekalert
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264144589_118:0:1825:1280_1920x0_80_0_0_b81d8b23e964a5f341c36a12e9c1d775.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, ახალი ამბები
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თევზის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ინტელექტის ზრდას და ასევე აუმჯობესებს ძილს, წერს პორტალი Eurekalert პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.
სწავლულების თქმით, ცხიმმჟავა ომეგა 3-ის (რომელსაც თევზი შეიცავს) გავლენა გონებრივ მუშაობაზე ადრინდელმა კვლევებმაც დაადასტურა, თუმცა მაშინ მისი კავშირი ინტელექტის ამაღლებასა და ძილის გაუმჯობესებასთან ნაკლებად იყო შესწავლილი.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ახალ კვლევაში 9-დან 11 წლამდე ასაკის 541 ბავშვი იყო ჩართული. მათგან 54% ბიჭუნები იყვნენ, ხოლო 46% — გოგონები. მეცნიერებმა ჯერ დაადგინეს, რა სიხშირით იღებდნენ ბავშვები თევზეულს, შემდეგ კი ინტელექტის დონის შესამოწმებლად IQ-ტესტიც ჩაუტარეს სახელწოდებით „ვექსლერის ინტელექტის შკალა ბავშვებისთვის“. აღნიშნული ტესტი ისეთ ვერბალურ და არავერბალურ უნარებს იკვლევს, როგორებიცაა სიტყვათა მარაგი და კოდირება.
ამასთან კითხვარები შეავსეს ბავშვების მშობლებმაც, რომლებმაც შვილების ძილის ხარისხის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც თევზეულს კვირაში ორჯერ მაინც მიირთმევდნენ, კარგად ეძინათ, ხოლო IQ-ტესტებში საშუალოდ 4,8 პუნქტით მეტი აიღეს, ვიდრე იმ ბავშვებმა, რომლებიც თევზეულს იშვიათად ან საერთოდ არ ჭამდნენ.
მეცნიერების აზრით, ბავშვები ორი წლის ასაკიდან შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა იკვებებოდნენ თევზეულით.
ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი ჯენიფერ პინტო-მარტინი მშობლებს ურჩევს, რომ შვილები თევზეულს პატარაობიდანვე მიაჩვიონ, რაციონში თანდათანობით დამატებით, რადგან ისინი „კარგად გრძნობენ სუნებს და მერე შესაძლოა საერთოდ უარი თქვან ამ პროდუქტზე“.
მეცნიერების თქმით, თევზეულის კვირაში ერთხელ მიღებაც კი უკვე შეიძლება მაღალ მაჩვენებლად ჩაითვალოს.