https://sputnik-georgia.com/20230214/magalmtian-acharashi-tovlma-problemebi-sheqmna-274853639.html
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლმა პრობლემები შექმნა
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლმა პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 18 თებერვლამდე გაგრძელდება. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T14:14+0400
2023-02-14T14:14+0400
2023-02-14T20:53+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ამინდი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264262168_14:0:2467:1380_1920x0_80_0_0_ac33fd8cd6d60c0ff996c00ff7bb6641.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, რის გამოც სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264262168_321:0:2161:1380_1920x0_80_0_0_531017f969c8ddf5f8c83bf2270b0a46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ამინდი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ამინდი საქართველოში, ახალი ამბები
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლმა პრობლემები შექმნა
14:14 14.02.2023 (განახლებულია: 20:53 14.02.2023) უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, რის გამოც სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
„დილიდან განახლდა თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები, რაშიც ჩართულია დეპარტამენტის 75 ერთეული სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.