გოგა ბითაძე NBA-ში რჩება

© courtesy of Goga Bitadzeგოგა ბითაძე
გოგა ბითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რჩება – მან „ორლანდო მეჯიქთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„ორლანდოს" პოლიტიკიდან გამომდინარე, კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
სულ ახლახან 23 წლის ბითაძემ „ინდიანა პეისერსი" დატოვა. იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, რითაც ისარგებლა „ორლანდომ".
ამ სეზონზე ქართველმა კალათბურთელმა 21 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა საშუალოდ 3,3 ქულა და 2,3 მოხსნა.
2019 წელს სპორტსმენმა „ინდიანა პეისერსის" მაისური მოირგო. მას შემდეგ ბითაძემ NBA-ში 170 თამაში ჩაატარა (21 სასტარტო შემადგენლობაში).
ყველა ახალი ამბავი
0