https://sputnik-georgia.com/20230214/covid-19-274853514.html
ინფორმაციას მალავდნენ: ამერიკელმა რესპუბლიკელებმა COVID-19-ის გენეზისის გამოძიება დაიწყეს
ინფორმაციას მალავდნენ: ამერიკელმა რესპუბლიკელებმა COVID-19-ის გენეზისის გამოძიება დაიწყეს
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, COVID-19-ის გენეზისის გამოძიება დაიწყო... 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T13:52+0400
2023-02-14T13:52+0400
2023-02-14T20:50+0400
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
აშშ
covid-19
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252412143_0:89:3071:1816_1920x0_80_0_0_040c0bf963767aa7209d297721573cad.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, COVID-19-ის გენეზისის გამოძიება დაიწყო, რისთვისაც ინფორმაცია გამოითხოვა შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებისა და ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგის ენტონი ფაუჩისგან.გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესის საზედამხედველო კომიტეტის სპეციალური ქვეკომიტეტი ამოწმებს ვირუსის ხელოვნური წარმოშობისა და მისი გაჟონვის ვერსიას ჩინეთის ლაბორატორიიდან.ამასთან, როგორც კონგრესმენი ჯეომს კომერი აცხადებს, რესპუბლიკელები „გაითვალისწინებენ მხოლოდ ფაქტებს“ და „პასუხისმგებლობას დააკისრებენ აშშ-ის მთავრობის ყველა მაღალჩინოსანს, რომლებიც ინფორმაციას მალავდნენ“.საქმე ისაა, რომ ვენსტრუპმა მანამდე აშშ-ის დაზვერვა კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ საკვანძო ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა. გასულ წელს რესპუბლიკელებმა გამოძიებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის თანახმად, არსებობდა ნიშნები, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, ბიოლოგიური იარაღის სახით შეიქმნა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში.ეს კი აშშ-ის დაზვერვის სამსახურების შეფასებას ეწინააღმდეგება, რომელიც 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა და რომლის თანახმად ვირუსი ბიოლოგიური იარაღი არ ყოფილა, თუმცა ლაბორატორიიდან გაჟონვა კი შეეძლო — ავარიის შედეგად.წყარო: Associated Press
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252412143_115:0:2846:2048_1920x0_80_0_0_62832c977210047f2ad1c364a99d3569.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , covid-19, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , covid-19, ახალი ამბები
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, COVID-19-ის გენეზისის გამოძიება დაიწყო, რისთვისაც ინფორმაცია გამოითხოვა შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებისა და ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგის ენტონი ფაუჩისგან.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესის საზედამხედველო კომიტეტის სპეციალური ქვეკომიტეტი ამოწმებს ვირუსის ხელოვნური წარმოშობისა და მისი გაჟონვის ვერსიას ჩინეთის ლაბორატორიიდან.
„გამოძიება უნდა დაიწყოს იმის გარკვევით, თუ სად და როგორ წარმოიშვა ეს ვირუსი, რათა მისი წინასწარ პროგნოზრება, მომზადება და განმეორების აღკვეთა შევძლოთ“, — განაცხადა სპეციალური ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ბრედ ვენსტრუპმა.
ამასთან, როგორც კონგრესმენი ჯეომს კომერი აცხადებს, რესპუბლიკელები „გაითვალისწინებენ მხოლოდ ფაქტებს“ და „პასუხისმგებლობას დააკისრებენ აშშ-ის მთავრობის ყველა მაღალჩინოსანს, რომლებიც ინფორმაციას მალავდნენ“.
საქმე ისაა, რომ ვენსტრუპმა მანამდე აშშ-ის დაზვერვა კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ საკვანძო ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა. გასულ წელს რესპუბლიკელებმა გამოძიებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის თანახმად, არსებობდა ნიშნები, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, ბიოლოგიური იარაღის სახით შეიქმნა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში.
ეს კი აშშ-ის დაზვერვის სამსახურების შეფასებას ეწინააღმდეგება, რომელიც 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა და რომლის თანახმად ვირუსი ბიოლოგიური იარაღი არ ყოფილა, თუმცა ლაბორატორიიდან გაჟონვა კი შეეძლო — ავარიის შედეგად.