https://sputnik-georgia.com/20230214/amerikam-sami-mfrinavi-obieqti-camoagdo-274851864.html
კირბი: ჩამოგდებული სამი მფრინავი ობიექტი არამიწიერი წარმოშობის არ ყოფილა
კირბი: ჩამოგდებული სამი მფრინავი ობიექტი არამიწიერი წარმოშობის არ ყოფილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ჯერ ვერ შეძლო სამი მფრინავი ობიექტის იდენტიფიცირება, რომლებიც ამერიკულმა თვითმფრინავებმა პარასკევს... 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T12:52+0400
2023-02-14T12:52+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251838218_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_1d077531e509df4b3063070765bb2498.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ჯერ ვერ შეძლო სამი მფრინავი ობიექტის იდენტიფიცირება, რომლებიც ამერიკულმა თვითმფრინავებმა პარასკევს, შაბათსა და კვირას ჩამოაგდეს ალასკის, კანადისა და მიჩიგანის თავზე, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.მისი თქმით, ეს ობიექტები ბევრად უფრო მცირე ზომის იყო, ვიდრე ჩინური აეროსტატი, რომელიც მანამდე, 4 თებერვალს ჩამოაგდეს სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან. ახალი ობიექტები მოძრაობდნენ ჰაერის ნაკადებში, არ შეეძლოთ მიმართულების დამოუკიდებლად შეცვლა, არ გზავნიდნენ არანაირ ელექტრონულ სიგნალებს.პილოტების აღწერით, ჩამოგდებული ობიექტიდან ერთი ცილინდრული ფორმის იყო, მეორე — რვაკუთხა, მესამე კი — პატარა მანქანის ზომისა.თეთრი სახლის სპიკერმა უარი თქვა მათი წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ ვარაუდების გამოთქმაზე, თუმცაღა უარყო იდეა მათი არამიწიერი წარმოშობის თაობაზე.აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის განადგურების უპრეცედენტო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო, რადგან ისინი ხმელეთიდან შედარებით დაბალ სიმაღლზე მოძრაობდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენებს.ობიექტები ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემაში შემავალი რადარების მგრძნობელობის გაზრდით აღმოაჩინეს. რადარების რეკონფიგურაცია ჩინური აეროსტატის განადგურების შემდეგ განხორციელდა.აღინიშნება, რომ ჩამოგდებული მფრინავი ობიექტების ნამსხვრევების ძებნა პრობლემურია, რასაც ცუდი ამინდი და იმ ტერიტორიების მიუდგომლობა განაპირობებს, სადაც ისინი ჩამოცვივდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251838218_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7546928a13c5ab590afd8bf0b73bb1c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ჯერ ვერ შეძლო სამი მფრინავი ობიექტის იდენტიფიცირება, რომლებიც ამერიკულმა თვითმფრინავებმა პარასკევს, შაბათსა და კვირას ჩამოაგდეს ალასკის, კანადისა და მიჩიგანის თავზე, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, ეს ობიექტები ბევრად უფრო მცირე ზომის იყო, ვიდრე ჩინური აეროსტატი, რომელიც მანამდე, 4 თებერვალს ჩამოაგდეს სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან. ახალი ობიექტები მოძრაობდნენ ჰაერის ნაკადებში, არ შეეძლოთ მიმართულების დამოუკიდებლად შეცვლა, არ გზავნიდნენ არანაირ ელექტრონულ სიგნალებს.
პილოტების აღწერით, ჩამოგდებული ობიექტიდან ერთი ცილინდრული ფორმის იყო, მეორე — რვაკუთხა, მესამე კი — პატარა მანქანის ზომისა.
თეთრი სახლის სპიკერმა უარი თქვა მათი წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ ვარაუდების გამოთქმაზე, თუმცაღა უარყო იდეა მათი არამიწიერი წარმოშობის თაობაზე.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის განადგურების უპრეცედენტო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო, რადგან ისინი ხმელეთიდან შედარებით დაბალ სიმაღლზე მოძრაობდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენებს.
ობიექტები ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემაში შემავალი რადარების მგრძნობელობის გაზრდით აღმოაჩინეს. რადარების რეკონფიგურაცია ჩინური აეროსტატის განადგურების შემდეგ განხორციელდა.
აღინიშნება, რომ ჩამოგდებული მფრინავი ობიექტების ნამსხვრევების ძებნა პრობლემურია, რასაც ცუდი ამინდი და იმ ტერიტორიების მიუდგომლობა განაპირობებს, სადაც ისინი ჩამოცვივდა.