თეა გოდოლაძე: ნუ უჯერებთ ჭორებს მოსალოდნელ მიწისძვრაზე!

© photo: Sputnik / Stringerთეა გოდოლაძე
თეა გოდოლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 2022 წლის თებერვალში მოხდა.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ არ ენდონ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას საქართველოში „მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის“ შესახებ.
საქართველოში კვირას სამი მიწისძვრა მოხდა: დილით ორი ბიძგი გურიის კურორტ ბახმაროში დაფიქსირდა (პირველი იყო 4,4 მაგნიტუდის), დღის მეორე ნახევარში მესამე ბიძგი იყო სამცხე-ჯავახეთში. კიდევ ერთი, 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა შაბათს, კვლავ ბახმაროში.

„უმორჩილესად გთხოვთ! არ აჰყვეთ და ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორს. ვიღაც ერთობა ამ ინბოქსში მესიჯების გზავნით, დიდი მიწისძვრა იქნებაო!“ – დაწერა გოდოლაძემ.

სეისმოლოგმა აღნიშნა, რომ მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია.
მიწისძვრის თემა სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში განსაკუთრებით აქტუალური გახდა თურქეთსა და სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 29.605 ადამიანი, 4.500 – სირიაში. დაღუპულებს შორის საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარიც იპოვეს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 2022 წლის თებერვალში მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0