რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerზამთრის გზები
ზამთრის გზები - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ყველა მიმართულებაზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები უწყვეტ რეჟიმში მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საავტომობილო გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე:
სურამის კვანძი–არგვეთას მონაკვეთზე (თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 32–200 კმ)
გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის (93-107 კმ) მონაკვეთზე
ჭველიერი–მელეს მონაკვეთზე (ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 99-125 კმ)
ჯვარი–უშგულის მონაკვეთზე (ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 30-186 კმ)
ნაქერალას უღელტეხილზე (ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთი)
საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:
კორშა–ბისოს მონაკვეთზე (ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 53-66 კმ)
მელე–ლასდილის მონაკვეთზე (ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 125-151 კმ)
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით:
მაღაროსკარი–კორშას მონაკვეთზე (ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 25-53 კმ)
ხაიში–უშგულის მონაკვეთზე (ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 70-186 კმ)
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0