https://sputnik-georgia.com/20230213/kvaracxeliam-tavis-dabadebis-dreze-goli-gaitana-274810622.html
კვარაცხელიამ თავის დაბადების დღეზე „ნაპოლისთვის“ გოლი გაიტანა
კვარაცხელიამ თავის დაბადების დღეზე „ნაპოლისთვის“ გოლი გაიტანა
Sputnik საქართველო
ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც კვირას 22 წელი შეუსრულდა, მინდორზე 83 წუთი დაჰყო. 13.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-13T12:09+0400
2023-02-13T12:09+0400
2023-02-20T15:42+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274810873_0:0:3073:1730_1920x0_80_0_0_f167c95133352379609778f11ddcee93.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის დაბადების დღეს სერია А-ს აუტსაიდერ „კრემონეზეს“ 22-ე ტურის მატჩში გოლი გაუტანა.ნახევარმცველმა, რომელსაც კვირას 22 წელი შეუსრულდა, მინდორზე 83 წუთი დაჰყო. „კრემონეზემ“ თავიდან „ნაპოლისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ 22-ე წუთზე კვარაცხელიამ ნეაპოლელები დააწინაურა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქართველ ნახევარმცველს კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი კარს ასცდა.პირველი ტაიმის ბოლოს კვარაცხელია საჯარიმო მოედანზე დაეცა და პენალტი მოითხოვა, მაგრამ მსაჯმა თამაში განაგრძო. შესვენებაზე „ნაპოლი“ მინიმალური უპირატესობით – 1:0 გავიდა.მეორე ტაიმის დასაწყისში „კრემონეზეს“ მოთამაშეებმა ანგარიშის გათანაბრება მოინდომეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. 66-ე წუთზე თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა, ხოლო 79-ე წუთზე მესამე გოლი ელიფ ელმასმა გაიტანა – 3:0.„ნაპოლის“ 22 ტურის შემდეგ 59 ქულით პირველი ადგილი უკავია და „ინტერს“, რომელიც ამ ტურში ორშაბათს „სამპდორიასთან“ ითამაშებს, 16 ქულით უსწრებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274810873_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2fb5395b4132700e1dc1cb06ce128366.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
კვარაცხელიამ თავის დაბადების დღეზე „ნაპოლისთვის“ გოლი გაიტანა
12:09 13.02.2023 (განახლებულია: 15:42 20.02.2023) ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც კვირას 22 წელი შეუსრულდა, მინდორზე 83 წუთი დაჰყო.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის დაბადების დღეს სერია А-ს აუტსაიდერ „კრემონეზეს“ 22-ე ტურის მატჩში გოლი გაუტანა.
ნახევარმცველმა, რომელსაც კვირას 22 წელი შეუსრულდა, მინდორზე 83 წუთი დაჰყო. „კრემონეზემ“ თავიდან „ნაპოლისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ 22-ე წუთზე კვარაცხელიამ ნეაპოლელები დააწინაურა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქართველ ნახევარმცველს კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი კარს ასცდა.
პირველი ტაიმის ბოლოს კვარაცხელია საჯარიმო მოედანზე დაეცა და პენალტი მოითხოვა, მაგრამ მსაჯმა თამაში განაგრძო. შესვენებაზე „ნაპოლი“ მინიმალური უპირატესობით – 1:0 გავიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „კრემონეზეს“ მოთამაშეებმა ანგარიშის გათანაბრება მოინდომეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. 66-ე წუთზე თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა, ხოლო 79-ე წუთზე მესამე გოლი ელიფ ელმასმა გაიტანა – 3:0.
„ნაპოლის“ 22 ტურის შემდეგ 59 ქულით პირველი ადგილი უკავია და „ინტერს“, რომელიც ამ ტურში ორშაბათს „სამპდორიასთან“ ითამაშებს, 16 ქულით უსწრებს.