https://sputnik-georgia.com/20230213/inga-gurgenizem-saertasoriso-turniri-moigo-274815411.html
ქართველმა მოციგურავემ სლოვენიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველმა მოციგურავემ სლოვენიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო
Sputnik საქართველო
სპეციალისტების შეფასებით, სპორტსმენმა, რომელიც 13 წლისაა, იდეალურად შეასრულა სამ-ნახევარი აქსელი. 13.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-13T14:11+0400
2023-02-13T14:11+0400
2023-02-13T19:21+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/10/271381545_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f25b297c693ad4a4b6f5298d2b03395b.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მოციგურავემ ინგა გურგენიძემ ლუბლიანაში საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.საქართველოს ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველად 13 წლის სპორტსმენმა იდეალურად შეასრულა სამ-ნახევარი აქსელი.თავისუფალ პროგრამაში ინგამ, სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად, შეასრულა შვიდი ხტომითი ელემენტი, მათ შორის სამი - კომბინაციაში.გურგენიძემ ამავე პროგრამაში შეასრულა მეორე სამ-ნახევარი აქსელი და 35 მონაწილეს შორის ოქროს მედალი მოიპოვა ორი პროგრამის ჯამში 177,82 ქულით.ინგა გურგენიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27 თებერვალს კანადის ქალაქ კალგარიში ჩატარდება.ინგა გურგენიძე საქართველოს ნაკრებში 2022 წლის აგვისტოში მიიღეს. მანამდე ის რუსეთის ნაკრებში ასპარეზობდა. გამოდიოდა დედის გვარით – ნიკიტინა და დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა მამის გვარზე გადასვლა, ხოლო შემდეგ უკვე სპორტული მოქალაქეობაც გამოიცვალა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/10/271381545_122:0:1942:1365_1920x0_80_0_0_2cda3483c75eaec9c0a7004e486f0ff0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ქართველმა მოციგურავემ სლოვენიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო
14:11 13.02.2023 (განახლებულია: 19:21 13.02.2023) სპეციალისტების შეფასებით, სპორტსმენმა, რომელიც 13 წლისაა, იდეალურად შეასრულა სამ-ნახევარი აქსელი.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მოციგურავემ ინგა გურგენიძემ ლუბლიანაში საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველად 13 წლის სპორტსმენმა იდეალურად შეასრულა სამ-ნახევარი აქსელი.
თავისუფალ პროგრამაში ინგამ, სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად, შეასრულა შვიდი ხტომითი ელემენტი, მათ შორის სამი - კომბინაციაში.
გურგენიძემ ამავე პროგრამაში შეასრულა მეორე სამ-ნახევარი აქსელი და 35 მონაწილეს შორის ოქროს მედალი მოიპოვა ორი პროგრამის ჯამში 177,82 ქულით.
ინგა გურგენიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27 თებერვალს კანადის ქალაქ კალგარიში ჩატარდება.
ინგა გურგენიძე საქართველოს ნაკრებში 2022 წლის აგვისტოში მიიღეს. მანამდე ის რუსეთის ნაკრებში ასპარეზობდა. გამოდიოდა დედის გვარით – ნიკიტინა და დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა მამის გვარზე გადასვლა, ხოლო შემდეგ უკვე სპორტული მოქალაქეობაც გამოიცვალა.