ფოთში საჯარო სკოლის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა

© photo: Sputnik / Stringerქარიშხლის შედეგები
ქარიშხლის შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში ძლიერ ქარს, თოვასა და ნისლიან ამინდს პროგნოზირებენ.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა, იუწყება „პირველი არხი“.
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან შესაძლებელია სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც.
„ფოთის მუნიციპალიტეტის სპეციალურმა სამსახურმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავა. ყველა ზომა ტარდება იმისთვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იყოს დაცული. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად ჩატარდება. ჩვენი ქალაქის სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა ქორქიამ.
როგორც მან აღნიშნა, სკოლის ყველა გაცდენილი დღე აღდგება შაბათის მეცადინეობების ხარჯზე.
ძლიერი თოვა, ქარი და ნისლი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში>>
სინოპტიკოსები 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას, ასევე დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0